• რეკლამა
  • კონტაქტი
18:39, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მოვდივართ იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ” – ზაზა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:21 04-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
484

ჩვენი საზოგადოება, ხალხი ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანაირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებსა და გამოვლინებებს; ქვეყნის არევასა და დაპირისპირებას, – ამის შესახებ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე – „მოვდივართ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“, გამოსვლისას ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ ტარდება დღევანდელი აქცია.

„მოვდივარ იმიტომ, რომ მოვეფერო და სიყვარული ავუხსნა ჩემს ქვეყანას; დავინახოთ პატივისცემა და ერთმანეთის ძალა ვიგრძნოთ. მოვდივართ იმიტომ, რომ არავინ გაბედოს ამდენი სიბილწის, ვერაგობისა და ღალატის გაფიქრება ჩვენი სახელით. ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ. მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება. ავიცილოთ ის მზაკვრული ჩანაფიქრი, მომართული ჩვენი ქვეყნის მიმართ. შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა. მოვდივარ იმიტომ, რომ საზოგადოების ხმა იქცეს კამერტონად. ვილაპარაკოთ სიმართლე. დავძლიოთ ნიჰილიზმი და უიმედობა. არ გავატაროთ ამდენი უსამართლო შეურაცხყოფა და საკადრისი პასუხი გავცეთ ყველას. მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან, ერებთან თუ ხალხებთან მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე.

ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას – ეს გზავნილია შინ თუ გარეთ. მოვდივართ იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ. გვინდა, სუფთა ვიყოთ საკუთარ სინდისთან და უპირობა პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოგვიწევს ამის შეხსენება, რათა მიიღონ და აღიარონ საქართველო ისეთი, როგორიც ის ღმერთმა დალოცა და გააჩინა და ნურც ნურავის მოუვა აზრად, მისი დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება. ჩვენი საზოგადოება, ხალხი ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ არა ყველანაირ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებსა და გამოვლინებებს. ქვეყნის არევასა და დაპირისპირებას; ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევას. დაუსაბუთებელ რეზოლუციებსა და სანქციებს, დამცირებასა და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევასა და სიმშვიდის დასამარებას. მოვდივართ იმიტომ, რომ შევიგრძნოთ ერთსულოვნების სურნელი და გავიხაროთ ერთმანეთთან შეხვედრით. ამიტომ ვამბობდით მოვდივართ და ამიტომაც მოვედით“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა

,,იმედინიუსი”

თეგები: ზაზა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved