ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატი აცხადებს, რომ ბომბები, რომლებიც ბრალდებულმა შენობის კარებზე მიამაგრა, ნამდვილი არ ყოფილა.
მისივე თქმით, გრიგოლ ნარსიამ მოწყობილობები თავად, კუსტარულად, დაამზადა.
„მოტივს რაც შეეხება, ამბობს, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც გულის მანკით არის დაავადებული და ვერ ახერხებდა მის მკურნალობას. როგორც თვითონ ამბობს მოწყობილობები დაამზადა თვითონ, მათში იყო პლასტმასის მილები, მარილი და სათამაშო მანქანის ციმციმები. ბომბები, რომლებიც კარებზე იყო მიმაგრებული, ნამდვილი არ ყოფილა“, – აცხადებს ნარსიას ადვოკატი.
კომენტარები