საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ამბავს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი და მისი უფლებადამცველები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე ამ თემასთან მიმართებით კომენტარს არ გააკეთებენ.
„გუშინ ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი და კონსულტაცია ბატონ მიხეილთან. მას მიაჩნია, რომ ვიდრე ამ თემაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა არ იქნება, მანამდე ინტერპრეტაცია ყველანაირი სახით უნდა შეწყდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენც მოწამვლასთან დაკავშირებით კომენტარს აღარ მივცემთ და აქ ამოვწუროთ ყველაფერი“, – განაცხადა გელბახიანმა.
კომენტარები