• რეკლამა
  • კონტაქტი
16:55, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

მოსწავლეები რეგიონებიდან და 3 წუთში შეცვლილი მომავალი

ალია ავტორი - ალია
19:09 12-20-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,700

ჩართე წეროვანი, ჩოხატაური, წყალტუბო ან  პანკისი და დააკავშირე საქართველოს რეგიონები მსოფლიოსთან ინტერნეტის საშუალებით. პლატფორმა ,,ჩართე“ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების დასახმარებლად შეიქმნა. ვებ. გვერდზე წაიკითხავთ თინეიჯერების ისტორიებსა და მათ სურვილებს, – ზუსტად იციან რაში სჭირდებათ კომპიუტერი და ინტერნეტი, – ყველას კონკრეტული მიზანი აქვს.

წარმოიდგინე სიტუაცია, თითქოს ახალგაზრდების მომავლის, მათი ცხოვრების შეცვლა სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია. ახლა ,,ჩართეს“ პლატფორმა გახსენი და წამზომიც მოიმარჯვე. 3 წუთში თანხა ელენეს, ზურას, ვაჟას ან თეკლეს ანგარიშზე გადაირიცხება და მათი ყოველდღიურობაც იცვლება, –  წარმოსახვაში კი არა, რეალურ დროსა და სივრცეში.

„ჩართე“ 2017 წელს საგანმანათლებლო ფონდის,  Educare Georgia-ს მიერ შეიქმნა. ამ ეტაპზე, ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 2 300-ზე მეტი ყოველთვიური მხარდამჭერი, ისინი არიან ფიზიკური პირები, ვინც საკუთარი სურვილით, მათთვის მისაღებ თანხას მოზარდებს ურიცხავენ.  ამის გარდა, პერიოდულად გვიკავშირდებიან და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან თუ ორგანიზაციებთან. რაც შეეხება მუშაობის პრინციპს, ჩავდივართ რეგიონებში და  სკოლებისაგან გამოვითხოვთ სიას სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების  შესახებ, რომლებსაც არ აქვთ წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე”, – მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ ,,ჩართეს“ ოპერაციების მენეჯერი.

დღეს საქართველოში 78 000  სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მათ დასახმარებლად უკვე ასობით შემომწირველი ,,ჩართეს“ გარშემო შემოიკრიბა. დიდი ხანია ჩართესთან თანამშრომლობს თეგეტა ჯგუფიც. ძალების გაერთიანებით ხომ უფრო მეტი ადამიანის გახარებაა შესაძლებელი. ამ მეგობრობას ახლა პლატფორმა tegeta.care შეემატა, რაც დახმარების მსურველებს საქმეს კიდევ უფრო უადვილებს, შედეგად კი სულ უფრო მეტი მოზარდი მსოფლიო ქსელში ერთვება. პროცედურა ამ შემთხვევაშიც მარტივია: ადვილად მიაგნებთ ,,ჩართეს’’ და შემდეგ სულ ოთხი ველის შევსებით დონაციას განახორციელებთ. ,,თეგეტა უკვე რამდენიმე წელია ჩართეს ერთგული მხარდამჭერია. იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, კომპანიამ წლების განმავლობაში დაახლოებით 50 მოსწავლის კომპიუტერი და ინტერნეტი დააფინანსა, სამეგრელოში მცხოვრები მოსწავლეებისთვის კი თეგეტას მხარდაჭერით ერთ-ერთი პირველი ტრენინგებიც ჩავატარეთ მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებით. ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდით თანამშრომლობის ასეთი ფორმით გაგრძელებასაც.  ვფიქრობთ, ერთად კიდევ უფრო მეტ ახალგზარდას დავეხმარებით“, – მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ ,,ჩართეს“ ოპერაციების მენეჯერი.

დღეს ინტერნეტი მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღებისა თუ სრულყოფილი ცხოვრების უმთავრესი და ხშირად, ერთადერთი წყაროა. ახალგაზრდები ინტერნეტით სწავლობენ უცხო ენებს, უყურებენ ფილმებს, თვალს ადევნებენ მსოფლიო სიახლეებს, იჩენენ მეგობრებს და მუშაობენ დისტანციურად. 

თუ გინდა, რომ უკეთესი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს, ჩაურთე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს და იზრუნე განათლებაზე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved