რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საველოვსკის რკინიგზის სადგურზე წუხელ აფეთქება მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაახლოებით ღამის 00:05 საათზე უცნობი პირი საპატრულო მანქანაში მყოფ პატრულის თანამშრომლებს მიუახლოვდა, რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
დაიღუპნენ საგზაო პოლიციის თანამშრომელი და ეჭვმიტანილი. კიდევ ორი პოლიციელი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ვაჭრობის ფაქტებზე აღძრა.













კომენტარები