მოსკოვში ქალმა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში საჩივარი შეიტანა იმის გამო, რომ მისმა ერთ-ერთმა მეზობელმა, მათ Wi-Fi-ს “დიდება უკრაინას” უწოდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, მოსკოველმა ქალმა ბინაში დაიჭირა სუსტი უკაბელო ინტერნეტის სიგნალი, რის შემდეგაც იგი მაშინვე წავიდა პოლიციაში, რათა დაეწერა საჩივარი იმ პირისთვის, რომელმაც დივერსია მოაწყო.
ეკიპირება „ინციდენტის“ ადგილზე მივიდა და დარწმუნდა, რომ Wi-Fi სახელწოდებით „დიდება უკრაინას“ ნამდვილად არსებობს, თუმცა ვერ დაადგინეს საიდან მოდიოდა ის. ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება.
კომენტარები