რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის ეპარქიის 18 სასულიერო პირს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა:
„2020 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირება საერთო ჯამში მოსკოვის ეპარქიის 18 სასულიერო პირს დაუდგინდა. კიდევ 21 სასულიერო პირს კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები აქვს, თუმცა დიაგნოზი არ დადასტურებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები