• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსკოვმა აშშ-დან ელჩი გამოიძახა და ამერიკულ სოციალურ ქსელს დაბლოკვით დაემუქრა

ალია ავტორი - ალია
00:08 03-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია, რუსეთის ფედერაციამ ამერიკიდან საკუთარი ელჩი, ანატოლი ანტონოვი გამოიძახა. 

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია:

“ამერიკული ახალი მთავრობა ხელისუფლებაში უკვე ორი თვეა და შეიძლება ითქვას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საქმიანობა არც ისე კარგად გამოსდის. ჩვენთვის მთავარია განვსაზღვროთ, თუ როგორ განვითარდება მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსულ-ამერიკული კავშირები, რომელიც ბოლო წლებში ვაშინგტონს ჩიხში შეჰყავს. დაინტერესებულები ვართ, რომ მისი გარდაუვალი დეგრადაცია არ დავუშვათ. რუსეთის ელჩს აშშ-ში სწორედ ამაზე ექნება კონსულტაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა მაპროფილებელ უწყებებთან “.

კრემლი ამერიკულ სოციალურ ქსელსაც ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს. რუსეთში ამბობენ, რომ თუ “ტვიტერი” მათ მითითებებს არ შეასრულებს და “აკრძალულ” კონტენტს სოციალური ქსელიდან არ აიღებს, ერთ თვეში სოციალურ ქსელს დაბლოკავენ. მანამდე კი რუსეთში ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელი შეზღუდვებით მუშაობს. კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება შეენელებინა აპლიკაციის გამოყენება.

“როსკომნადზორში” ამბობენ, რომ სოციალურ ქსელ ტვიტერში აკრძალული შინაარსის კონტენტი ვრცელდება. კრემლის მტკიცებით, “ტვიტერში” ვრცელდება ინფორმაცია არასანქცირებული აქციების, ბავშვთა პორნოგრაფიისა და ნარკოტიკების შესახებ. შესაბამისად, მოითხოვენ, რომ კონტენტი, რომელიც მათთვის მიუღებელია, სოციალურმა ქსელმა პლატფორმიდან აიღოს.

“ტვიტერი არ რეაგირებს ჩვენს მოთხოვნაზე, რაზეც მათ წესით რეაგირება უნდა ჰქონდეთ. თუ ასე გაგრძელდა პროცესები “ტვიტერი” ერთ თვეში დაიბლოკება სასამართლოს ნებართვის გარეშე,” – ამბობს “როსკომნადზორის” ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სუბოტინი.

თეგები: ვლადიმერ პუტინირუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved