მოსკოვის ოლქში კაცმა ცოლი და ორი შვილი ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
პოლიციელებმა ერთ-ერთ ბინაში 40 წლის ქალი, ასევე 17 და 11 წლის მოზარდების ცხედრები აღმოაჩინეს, რომლებსაც ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ. ასევე იქ 42 წლის კაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც ჭრილობები არ აღენიშნებოდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები