რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი პროპაგანდისტულ RT-სთან ინტერვიუში ასეთი გაცხადება გააკეთა:
–რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ.
მისივე თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“.
სლოვაკეთმა გამოთქვა მზადყოფნა, საბჭოთა წარმოების S-300-ები და MiG-29 -ები გადასცეს კიევს ამერიკული F-16-ების მიღების სანაცვლოდ.
კომენტარები