ეს არის ძალიან დიდი ტყუილი- “ქართული ოცნების” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მოშე კლუგჰაპტთან თანამშრომლობას არ აღიარებს.
კახა კალაძე ამბობს, რომ ერთადერთი, როდესაც “ოცნება” ებრაელ პიარ-ტექნოლოგთან თანამშრომლობდა 2018 წელი იყო.
“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არანაირი კავშირი არ აქვს “ქართულ ოცნებას” მოშესთან, არ ჰყავს დაქირავებული. ეს არის თქვენი ტყუილები და სიცრუე. ერთადერთი როცა, ჩვენ მასთან ვმუშაობდით ეს იყო 2017 თუ 2018 წელი, 2018 წელი თუ არ ვცდები. მორჩით ახლა”,- ამბობს კახა კალაძე.
ცნობისთვის, “მთავარმა არხმა” ექსკლუზიურად მოიპოვა “ქართული ოცნების” სტრატეგიის კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც შეზღუდული სარგებლობისთვისაა განკუთვნილი.
კომენტარები