• რეკლამა
  • კონტაქტი
20:02, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსაყდრესთან “რაღაცის გადასაცემად” შეხვედრამდე ვასაძემ TBC-დან $125 000 გამოიტანა – ფაილები

ალია ავტორი - ალია
13:42 09-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში პუტინისტმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირთან შეხვედრამდე TBC ბანკიდან 125 000 დოლარი და 15 000 ლარი გამოიტანა. აქამდე, სატელეფონო საუბარში, ვასაძემ მოსაყდრე შიოს უთხრა, რომ მისთვის რაღაცის გადაცემა სურდა.

“ამ მომენტისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე საპატრიარქოში შეხვედრას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირთან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე ლ. ვასაძე დაუკავშირდა შ. მუჯირს და განუცხადა რომ სურს გადასცეს „რაღაც”. საუბრის მომენტში ბიზნესმენი იმყოფებოდა „თიბისი” ბანკში (დასტურდება ანძების მიხედვითაც) და პარალელურად მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება ხსენებული ბანკიდან 15 000 ლარის და 125 000 აშშ დოლარის განაღდების შესახებ”, – წერია სუს-ის მასალებში.

ეს ერთი შემთხვევა არაა, სადაც შიო მუჯირისა და ლევან ვასაძის კავშირები იკვეთება. მასალებიდან ჩანს, რომ 2019 წელს ხშირი იყო შეხვედრები ამ ორ პიროვნებას შორის. 

მაგალითად, 2019 წლის სექტემბრის ცნობაში ნათქვამია: “საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს სახლში ესტუმრება ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ცნობილია, რომ ლ. ვასაძეს შ. მუჯირთან სურს გარკვეულ საკითხებზე კონსულტაცია (დეტალები უცნობია)”. 

ასევე სექტემბრის ცნობებში წერია: “ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს აცნობა, რომ საინტერესო საკითხების განხილვის მიზნით სურს მასთან შეხვედრა”.

ლევან ვასაძეს შიოს გარდა შეხვედრები უნდა ჰქონოდა კათოლიკოს პატრიარქ ილია II-სთანაც, როგორც სუს-ის მასალების 2019 წლის აგვისტოს ცნობებშია ნათქვამი.

“ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირს განუცხადა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სურს მისი მონახულება. თავის მხრივ შ. მუჯირმა ლ. ვასაძეს უპასუხა, რომ მასთან შეხვედრა სურს უწმინდესს და აუდიენციის კონკრეტულ დროს აცნობებს დღეს საღამოს. შეხვედრის კონკრეტული მიზეზი უცნობია”.


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved