სასამართლომ თათია აფრიამაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
საქმე ეხება 21 მარტს, როცა პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით 3 სტუდენტი: თათია აფრიამაშვილი, თამარ გვილია და ლუკა გოგია დააკავეს – თვითმხილველების თქმით, სტუდენტებს პარლამენტთან მიჰქონდათ პლასტმასის დასაკეცი სკამები, რისი დადგმის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
კომენტარები