მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტ ვახო სანაიას 6 დღით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო დარბაზში ფორმულას ჟურნალისტმა განაცხადა, რომ იგი არ ცნობს “ოცნების” მიერ პროტესტის შემზღუდველ კანონებს, ხოლო რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს “ბუნებრივი” პროცესი უწოდა.
“არანირი ხელოვნური გადაკეტვა არ ყოფილა, ესაა პროტესტის გამოხატვა და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.
ეს არ არის გზის ხელოვნური გადაკეტვა, ისინი [პოლიცია] ეყრდნობიან რაღაცა კანონს, რასაც მე არ ვცნობ და ეს კანონია თავად უკანონო.
ეს არაა ხელოვნური გადაკეტვა, ესაა ყველაზე ბუნებრივი რამ, რაც კი ხდება რუსთაველზე დღეს…
ეს კანონი არის უკანონო და გასაუქმებელი. ჩემთვის ცნობილია, რომ რუსთაველი უნდა გადაიკეტოს ყოველდღე. რამდენჯერაც მექნება შესაძლებლობა, იმდენჯერ გავალ რუსთაველზე”, – განაცხადა სანაიამ სასამართლო პროცესზე.
კომენტარები