• რეკლამა
  • კონტაქტი
06:41, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც საქართველოში აღარ ენდობიან ჯანდაცვის სისტემას – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
16:12 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი „ომიკრონთან“ მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ახალი შტამის სწრაფად გავრცელების გამო ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა გაიზრდება და სულ უფრო მეტ ადამიანს დასჭირდება ჟანგბადი. 

„ომიკრონი“ არის საშიში, უფრო საშიში, ვიდრე ეს გარედან ჩანს. „იოლი ფორმით გადაიტანა“ არის მოჩვენებითი ხასიათის, – ამ შინაარსის პოსტს ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

„კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტი კატასტროფულად სწრაფად ვცელდება და შესაბამისად უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჯანგბადი და ჰოსპიტალიზაცია.

ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი „ომიკრონთან“ მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს. სირცხვილია უბრალოდ, როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან, რაც არ იცი, სჯობს, არ ილაპარაკო, მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში აღარ ენდობიან ჯანდაცვის სისტემას და არ ენდობიან ვაქცინაციას.

„ომიკრონი“ არის საშიში, მარტო გუშინ საფრანგეთში ოფიციალურად დაინფიცირდა 180,000 ადამიანი. პოლონეთში დღეს კოვიდისგან გარდაიცვალა 794 ადამიანი და აქედან, 600 იყო აუცრელი. ბრიტანეთში დღეს 130,000 დაინფიცირდა.

შეჯამება: „ომიკრონი“ არის კოვიდი, ომიკრონგადატანილს აქვს პოსტკოვიდური პრობლემები ისევე, როგორც „დელტა“ ვარიანტის დროს (კოვიდგადატანილთა 70%-ს აქვთ სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები) „ომიკრონი“ არის ოდნავ უფრო იოლ ფორმაში („დელტასთან“ შედარებით), მაგრამ არა ყველასთვის. აცრილებისთვის უფრო იოლ ფორმაშია, აუცრელებში – უფრო მძიმე ფორმაში.

„ომიკრონის“ კატასტროფული გავრცელების შედეგად უდიდესი ზეწოლა უკვე არის ჰოსპიტალურ სექტორზე. იქ, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ვაქცინირებულია, იქ საავადმყოფოებზე მოთხოვნა იქნება უფრო დიდი და სიკვდილიანობა იქნება უფრო მაღალი. საქართველო დღესვე უნდა გადავიდეს მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინაზე: პირველი დოზა მხოლოდ „ფაიზერი“; ვინც პირველი დოზა აიცრა სინოვაკით/სინოფარმით, მე-2 დოზა უნდა იყოს მხოლოდ „ფაიზერი“; მე-3 დოზა (ბუსტერი) მხოლოდ „ფაიზერი“.

საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ შემოიტანოს დამატებითი დოზები „ფაიზერის“ და ასევე მოდერნას ვაქცინების (ამჟამად, პირადად მე მოდერნას ვუწევ რეკომენდაციას, განსაკუთრებით, ბუსტერისთვის).

საქართველომ უნდა განახორციელოს ყველა რეგიონში საწოლფონდის და ჟანგბადის სრული მზაობა. კოვიდპასპორტი არის გასაუქმებელი. მან თავისი ფუნქცია დაკარგა და ის უნდა გარდაიქმნას ვაქცინაციის საბუთად. დღეს აზრი აქვს მხოლოდ იმას, ვაქცინირებული ხარ თუ არა პროტოკოლის მიხედვით და თუ გადაიტანე ან დაიტესტე, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არანაირი ეფექტი აღარ აქვს.

სამედიცინო პირბადეები სავალდებულო უნდა იყოს ყველგან და გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი.

დახურულ სივრცეებში კვება/დალევა და ლაპარაკი უნდა იყოს აკრძალული/შემცირებული (მეტროში ნუ ლაპარაკობთ, ამით ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობთ). რესტორანში დაშორებით იჯექით პირბადის გარეშე, მაგრამ მაგიდიდან რომ ადგებით, უნდა გამოიყენოთ პირბადე.

დისტანცია უნდა იყოს დაცული ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და ხალხმრავალი შეკრებები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ყველა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. ვიყოთ პოზიტიურები და ასევე პრაგმატულები. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ჩავკეტოთ ვირუსი“, – წერს ფხაკაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved