IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთი, მეორეზე კი აშშ და თურქეთი სახელდება 8-8 პროცენტით.
კითხვაზე, „ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს? – პასუხები ასე გადანაწილდა:
▪️ რუსეთი – 87%
▪️ აშშ – 8%
▪️ თურქეთი – 8%
▪️ ირანი – 4%
▪️ სომხეთი – 3%
▪️ აზერბაიჯანი – 3%
▪️ ევროკავშირი – 3%
▪️ უკრაინა – 2%
▪️ ჩინეთი – 2%
▪️ ისრაელი – 1%
▪️ უნგრეთი – 1%
▪️ გაერთიანებული სამეფო – 1%
▪️ არცერთი – 1%
▪️ არ ვიცი/უარს ვამბობ პასუხზე – 1%
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოკითხულებს რამდენიმე ქვეყნის დასახელება შეეძლოთ.
ამასთან, „აირაი“ დაინტერესდა, ამ ქვეყნებიდან რომელს მიიჩნევს მოსახლეობა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად.
შესაბამის კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწიდა:
▪️ ევროკავშირი – 63%
▪️ აშშ – 47%
▪️ უკრაინა – 27%
▪️ თურქეთი – 18%
▪️ აზერბაიჯანი – 16%
▪️ გაერთიანებული სამეფო – 12%
▪️ რუსეთი – 8%
▪️ სომხეთი – 8%
▪️ ისრაელი – 8%
▪️ ჩინეთი – 3%
▪️ უნგრეთი – 2%
▪️ ირანი – 1%
▪️ არცერთი – 5%
▪️ არ ვიცი/უარს ვამბობ პასუხზე – 5%
კომენტარები