• რეკლამა
  • კონტაქტი
13:57, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად და დაიცვას უსაფრთხოების ზომები“

ალია ავტორი - ალია
16:33 09-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, კლინიკური ჯგუფის წარმომადგენელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა ფიქსირდება საქართველოშიც.

თუმცა, ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ევროპის და ამერიკის რეგიონთან შედარებით, ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ვირუსის ყველაზე მცირე შემთხვევებია.

მიუხედავად ამისა, ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში წინა პლანზე გადმოდის გაზრდილი რაოდენობით ინფიცირებულების კლინიკური მართვის საკითხი, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პაციენტების კლინიკური მენეჯმენტის პროცესი.

„საქართველო ბოლომდე ვერ ასცდებოდა ამ ტენდენციას და საქართველოშიც აღინიშნება ზრდა, თუმცა, მინდა, ისიც იცოდეთ, რომ საქართველო კვლავ რჩება ევროპის და ამერიკის რეგიონში „კოვდი-19“-ის შემთხვევების მიხედვით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე მცირე შემთხვევებია.

მაგრამ ვინაიდან მაინც აღინიშნება შემთხვევების ზრდა, წინა პლანზე გამოდის გაზრდილი რაოდენობით ავადმყოფების კლინიკური მართვის საკითხი.

საქართველო მყარად ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ლეტალური შემთხვევების რიცხვი ყველაზე ნაკლებია, თან ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებშია.  სულ ხუთი გარდაცვლილი ყოველ მილიონ მოსახლზე. ეს ასე განსაჯეთ ნაკლებია იმაზე, ვიდრე გვქონდა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს 9-10 წელში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ის არის დაცული, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა და რომ ეს სისტემა გამართულად მუშაობს, სხვანაირად ასეთი შედეგები ვერ დაიდებოდა. მიუხედავად ამისა, იცით, რომ სრულყოფილი არაფერია. პოზიტივზე ძალიან ცოტა იყო საუბარი დღევანდელ შევხედრაზე, საუბარი იყო გამოწვევებზე და იმაზე, თუ რით შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პაციენტების კლინიკური მენეჯმენტის, კლინიკური მართვის პროცესი.

პრემიერმა სერიოზული დავალებები მისცა ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკურ ჯგუფს, რომელიც  უახლოეს პერიოდში შესრულდება. კოვიდის პირობებში ძალიან ძნელია, რაღაც გარანტიების გაცემა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ჩვენ შევეცდებით, შევინარჩუნოთ გაჯანმრთელების ძალიან მაღალი პროცენტი და სიკვდილობის მცირე რიცხვი.

ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად, მაგრამ მშვიდად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ უგულებელყოს ის რეგულაციები, რომელიც არის მთავრობის  მიერ და არ დაიცვას საჭირო უსაფრთხოების ზომები, ზედმეტად გავთამამდეთ.  ზედმეტად გათამამებამ მიგვიყვანა სწორედ ამ  შემთხვევების გარკვეულ ზრდამდე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved