• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოსახლეობამ წითელას საშინელებები მიივიწყა“ – ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ალია ავტორი - ალია
16:39 01-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

რა დროს წითელაა, იტყვის ზოგი… კოვიდ 19 ის პანდემიამდე სწორედ წითელა გახლდათ მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი სანიტარული კრიზისის მიზეზი. და ამ კრიზისის გაკვეთილები აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ გვინდა რომ კოვიდ19-ს გავუმკლავდეთ, – ამის შესახებ ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი წერს.

„წითელა იმ უმძიმეს და რაც მნიშვნელოვანია, უაღრესად გადამდებ ვირუსულ ინფექციებს მიეკუთვნება, რომელთა სრული მოსპობა მასიური ვაქცინაციით შესაძლებელია. და ამ მიმართულებით მიდიოდა მსოფლიო… 21 საუკუნემდე. მაგრამ, სადღაც 2010-დან (ან უფრო ადრე) წითელა დაბრუნდა… თავისი სასიკვდილო შლეიფით.

2019 წელს მსოფლიოში 200 000 ადამიანი გარდაიცვალა წითელას გამო, ამავდროულად, 2000 დან 2018 მდე ვაქცინაციამ 23 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. წითელას აფეთქების მიზეზები მრავალრიცხოვანია. დროში გაჭიმული. ანტივაქსერული მოძრაობა მთავარი მიზეზი არაა. მათ დიდი „წვლილი“ მიუძღვით წითელას დაბრუნებაში, დიახ, მაგრამ არა მთავარი.

ზოგადად, ვაქცინაცია საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა. იმდენად მიივიწყა მოსახლეობამ წითელას საშინელებები, რომ უბრალოდ მოეშვა. ჰა და ჰა პირველ დოზას უკეთებენ ბავშვებს, მაგრამ მერე სავალდებულო მეორე დოზის გაკეთება ავიწყდებათ, არადა ამის გარეშე ვაქცინაციის ეფექტურობა ეცემა.

და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაინც ვაქცინაციის სახელმწიფო პოლიტიკის მოშლაა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზების გამო. არადა, მასიური ვაქცინაციის წარმატებულობის გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს..

უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა სახელმწიფოში, მათ შორის აშშ-ში და ევროპაში ამ მხრივ აშკარა ჩავარდნა დაფიქსირდა ბოლო ათწლეულში. თუმც, ყველაზე მძიმე შედეგები განვითარებად ქვეყნებში აღინიშნა.

ვენესუელა წითელას აფეთქების ერთ-ერთი მთავარი კერაა. ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო იქ სრულად მოშლილია, წამლების კატასტროფული დეფიციტია და ჯანდაცვა კოლაფსშია. ცნობილია ისიც, რომ ვენესუელას მოსახლეობის 90%-ზე მეტი ვაქცინაციის მომხრეა… მაგრამ ვაქცინები უბრალოდ არ არსებობს ვენესუელაში.. ანუ ანტი ვაქსერული დამოკიდებულება არაფერ შუაშია იქაურ სანიტარულ კატასტროფასთან..

რეკორდული მაჩვენებლები კი უკრაინასა და საქართველოში დაფიქსირდა.. საქართველოზე ბევრს არაფერს ვიტყვი, საქართველოს სპეციფიკა და მიზეზები კარგად არის გადმოცემული ქართველებისვე სამეცნიერო პუბლიკაციაში.

უკრაინაზე შევჩერდები მხოლოდ, ვინაიდან, დღევანდელ კონტექსტში უკრაინის მაგალითი ბევრად უფრო ჭკუის სასწავლებელია.

2008 წელს, კრამატორსკში გარდაიცვალა მოზარდი, წითელას აცრიდან 24 საათში. ცხადია ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. და ხელისუფლებამ ალბათ დიდი შეცდომა დაუშვა. ქვეყანაში შეაჩერა აცრები გამოძიების დასრულებამდე, რაც ცხადია გაიწელა.. საბოლოოდ, არ დადასტურდა კავშირი გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის, მაგრამ დადგინდა, რომ გამოყენებული ვაქცინა არასერტიფიცირებული ინდური წარმოების გახლდათ. ბევრი მოხელე ჯანდაცვის სისტემისა შეეწირა ამ საქმეს. კორუფციის და თაღლითობის ფაქტებიც ბევრი ამოტივტივდა.

და ყველაზე მძიმე შედეგი ის გახლავთ, რომ მოსახლეობამ ლამის საბოლოდ დაკარგა ნდობა ყველა სფეროში ყელამდე კორუმპირებულ სახელმწიფოსი და ვაქცინაციის მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა. რის შედეგადაც 2018 წელს ევროპაში დაფიქსირებული წითელას შემთხვევების ნახევარი უკრაინაზე მოდიოდა..

ექსპერტები თვლიან, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში და აშშ-იც წითელას შემთხვევების ზრდა გარკვეულწილად უკრაინას უკავშირდება მოგზაურობების და ინფექციის გადადების მაღალი პოტენციალის გამო… ზოგადად კი, ისევ და ისევ კორუფციისა და ქაოსის გამო, უკრაინის წესიერი ვაქცინებით სრული უზრუნველყოფა დღემდე ვერ მოხერხდა, რის გამოც მაგალითად წინა წელს დიფტერიის აფეთქება დაფიქსირდა..

რატომ მოვყევი ეს ყველაფერი. უპირველეს ყოვლისა, დიდი სიფრთხილეა საჭირო ვაქცინაციის გართულებების მედიაში ან თუნდაც აქ ფბ ზე გაშუქებისას. ყველა “გართულება“ უშუალო კავშირში არაა ამა თუ იმ ვაქცინასთან.

ამასთან, ნებისმიერი ვაქცინაციის შემდეგ შესაძლებელია გართულებები, მათ შორის სასიკვდილო, მაგრამ ეს უკიდურესად იშვიათია. ის რომ მედიცინაში ნულოვანი რისკი არ არსებობს და მთავარი სარგებელ რისკის, Benefit/Risk შეფარდებაა, ცოტა ხნის წინ ვწერდი. მოგვწონს თუ არა, ასეა ეს.

სკალპელს სანამ ავიღებთ ხელში, ყველა პაციენტს ვუხსნით, სავალდებულოდ, რომ ოპერაცია გართულებით შეიძლება დასრულდეს. მაგრამ ოპერაციის გარეშე ბევრად უფრო მძიმე, მათ შორის სასიკვდილო გამოსავალი შეიძლება დადგეს. მთავარია, ამ ინფორმაციას როგორ და რისთვის აწოდებ პაციენტს. დიდი უმეტესობა პაციენტებისა ამ გაფრთხილებას სწორად აღიქვამს და მკურნალობას ეთანხმება.

და ისევ გავიმეორებ, მთავარია ამ ინფორმირებულობით ნდობის ატმოსფეროს შექმნა შენარჩუნება და არა შიშის დათესვა. არაა ადვილი ამის მიღწევა, მაგრამ შესაძლებელია.

გადამწყვეტი მაინც სახელმწიფოს მიერ სწორი პოლიტიკის წარმართვა რჩება. კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინაციის „ჩემპიონი“ ისრაელი ამ მხრივ სამაგალითოა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ერთი მომენტია. ისრაელის სახელმწიფოს ლიდერები პირადად შეხვდნენ ულტრა ორთოდოქსი მიმდინარეობების წარმომადგენლებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ვაქცინაციას და დაარწმუნეს ისინი ვაქცინაციის მნიშვნელობაში. ასევე შეხვდნენ ისრაელის მოქალაქე მუსულმანების ლიდერებს და ისინიც დაარწმუნეს…

მთავარი სწორედ ესაა. ყველას ჩართულობა. მათ შორის ეკლესიის. და ყველას დარწმუნება, ნდობის დამკვიდრება. ოფიციალური ინსტანციების ნდობისათვის ვაქცინაციის პროცესის მომზადება და მერე შესრულება სრულიად გამჭვირვალედ, კაკოფონიის გარეშე უნდა წარიმართოს. საჭიროა სწორი, არაორაზროვანი და ყველასათვის გასაგები საჯარო ინფორმაცია ვაქცინაციის ყველა ასპექტზე, მათ შორის იმაზე თუ ვის როდის მოუწევს აცრა… მეცნიერულად გამართლებული ვაქცინით. რომლით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

თუ ნდობის ატმოსფერო არ დამკვიდრდა, კოვიდ 19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის წარმატების და საერთოდ ეპიდემიის ჩაქრობის საკითხი სათუო გახდება“, – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved