• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მორწმუნე მრევლმა დატოვოს დროებით ეკლესიები, სანამ არ განხორციელდება დიდი წმენდა…” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
18:00 09-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ქართულ ეკლესიაში არსებულ მძიმე მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“იმ მოცემულობაში, როდესაც სინოდში გვყვავს ლუსტრირებული გარყვნილი მრუშები, მამათმავლები, ლოთები, პედოფილი, კრიმინალები, ლუსტრირებულია გახრწნილი იერარქია, რომელიც ამავე დროს უმეტესწილად არის სასულიერო ანუ თეოლოგიური განათლების არ მქონე, ან ნახევრად განათლებული, ამ ნაგვებმა კი მთელი სასულიერო დასი ანუ კლიროსი ასევე დიდწილად თავისნაირებით აავსეს და ააყროლეს ეკლესია, დღეს ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას ცნობილი ანდაზა, რომ საქართველოს ”უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენ”. ასეთ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად მესახება ის, რომ პატიოსანმა და მორწმუნე მრევლმა დატოვონ დროებით ეკლესიები, სანამ არ განხორციელდება დიდი წმენდა და კანონიკური რეფორმები ეკლესიაში. სხვანაირად, როგორ უნდა დაიცვას თავი ამ ფარისევლური სატანური რუტინისგან და ფსევდო-ქრისტიანობისგან თავი ადამიანმა?! ღვთის ტაძრები ავაზაკთა ქვაბადაა ქცეული, შესაბამისად რა ზიარება და ერთობა შეიძლება ჰქონდეს პატიოსან და ღვთისმოსავ ადამიანს ამ ბილწებთან და მტაცებელ მგლებთან??? არავითარი!!! მათ უნდა განეშორო და ასე დაიცვა საკუთარი თავიც და ახლობლებიც. დაე, დაიცალოს ხალხისაგან სიცრუის და სიბნელის ადგილად ქცეული ქვის ტაძრები, რათა სულიერი ტაძარი აღშენდეს და ჭეშმარიტი თაყვანისცემა აღესრულებოდეს ღვთისა! დაე, შეიმუსროს ყოველგვარი კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტეს სახელით ბოროტების და სიბილწის პარპაში ჩვენს ერში! დაე, ერმა გაწმინდოს თავისი ეკლესია და მოაწყოს ახალი რუის-ურბნისი, ხოლო იქამდე განეშორეთ სიბილწეს და “ნუ თანაეზიარებით საქმეთა მათ ბნელისათა”!

ქართული ეკლესია დღეს გადასარჩენია ამ სიბილწისგან! ქართული ეკლესიის დაცემა სულიერად აისახება მთელი ერის და სახელმწიფოს დაცემასა და გაუბედურებაში, ამიტომაც არის უნაყოფო ქართველი ერის ლოცვა და ღვთისმოსაობა ამჟამად და დედამიწაზე ერთერთ ჩამორჩენილ, ბოგანო და გაუბედურ ხალხად იქცა იგი, სადაც მხოლოდ საეკლესიო და პოლიტიკური მცირერიცხოვანი “ელიტა” დუღს და გადმოდუღს. გადასარჩენია იგი არა მხოლოდ ქრისტიანული და ზნეობრივი მოსაზრებით, არამედ სახელმწიფოებრივი და სოციალური მიზნით, რადგან მისი ამ სახით ყოფნა ძირს უთხრის ქვეყნას და მის ცივილიზაციის გზით სვლას, ითრევს რუსულ-კრემლისტურ ჯოჯოხეთურ უფსკრულში და ერის მასობრივ გამოთაყვანება-დეგნერაციას ახდენს, ხოლო ჯანსაღ ეკლესიას რეალურად დიდი ძალა შესწევს კრიმინალის, ცრუმორწუნეობის, სიბნელის, სოციალური უთანასწორობისა და რუსული იდეოლოგიური გავლენების დასაძლევად ჩვენს ხალხში. ჯანსაღი ეკლესია საზოგადოების ჰარმონიზაციის და სოლიდარულობის ხელშემწყობია და არა ისე როგორც ახლა ხდება საქართველოში, ხოცვა-ჟლეტის და მუდმივი დაპირისპირების ინსპირატორი”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved