• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, სამშაბათი, 7 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მორიგი უსამართლო და სამარცხვინო ბრძოლაა, დედას უნდა მკვლელს სასჯელი შეუმსუბუქოს, სინანულით მხოლოდ გადაუხდელ ქორწილს ნანობს“ – ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

ალია ავტორი - ალია
11:27 11-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
403

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უვლელად გთავაზობთ.

„მალე გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული შემოაბიჯებს 23 ნოემბერი, მას მერე რაც უფლის არსებობა გავითავისე, მისი მხედარიც ყველაზე ახლობელი გახდა ჩემთვის, წმინდა გიორგის სასწაულებრივი ძალა, ისტორიიდან, დიდგორის ბრძოლიდან კი არა შევიმეცნე, არამედ საკუთარ თავზეც არაერთხელ გამოვცადეთ, ჩემი ოჯახისთვის წმინდა გიორგი ძალიან ძვირფასია.

შარშან 23 ნოემბერს, გიორგობას მას შევავედრე: „წმინდა მხედარო, მის ნატანჯ სხეულს მის ფაქიზ სულსაც შენ უწინამძღვრე-თქო…“

მას მერე წელიწადზე მეტი გავიდა.

და დიახ, წმინდა გიორგისთან ერთად ჩვენც ვდიდგორობთ, ამ დღეებში მორიგი უსამართლო და სამარცხვინო ბრძოლაა, დედას უნდა მკვლელს სასჯელი შეუმსუბუქოს, სინანულით მხოლოდ გადაუხდელ ქორწილს ნანობს, რომ არა უფლის შეწევნა ადამიანურ ინსტიქტ დაცლილი, ზომბების წინააღმდეგ, რას გავხდებოდით!

დიახ, დედები, საბჭოეთის დროინდელი ობმოდებული ხერხით და ფულით იბრძვიან, ბობოქრობს სეთურის ინსტიტუტი მსახურთურთ, არაერთ სიბინძურეს თხზავენ, მაგრამ წმინდა გიორგისთან ერთად მწამს გამარჯვების, ჩემი ნიკო დიდგორობას დაიბადა, იდიდგორა და ვალმოხდილი დაგვყურებს ზეციდან, და მე სხვანაირად არც კი ძალმიძს რომ ხელები გულზე დავიკრიფო, და მისი სახელით სხვისი შვილები არ გადავარჩინო, უნდა განათდეს
ქვეყნის მტრებს ვინც ჩვენ შვილი მოგვიკლა, ვინც ხელმოცარული ახალგაზრდები გამოიყენა, წმინდა გიორგი აუცილებლად ისტორიის სანაგვეზე მოისვრის…

მანამდე?

მანამდე, გიორგობას გილოცავთ… შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი და წყალობა…

ვისაც გილხინთ, ლხინის დღეები გიმრავლოთ უფალმა, ჩემთვის სიმართლის მიტანა საზოგადოებისთვის და ჩემი შვილებისთვის იმის თქმა რომ მათი ძმა, მისმა თაობამ კი არა ქვეყნის მტრებმა გაიმეტეს ეს არის შვება, დიახ შვება!არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით, სრულიად უცხო ადამიანების მიმართ, ჩვენი უახლოესი მეგობრების ოჯახების, ჟურნალისტების მიმართ, ვინც ჩვენი ტრაგედია საკუთარ ტკივილად აქცია, უფალმა დაგლოცოთ და მრავალი ბედნიერი გიორგობა გაგითენოთ.“ – დაწერა იზა ომაძემ.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved