• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს და მოიყვანოს ხელისუფლებაში „ჩერგოები“ – ზარქუას ახალი ბრალდება

ალია ავტორი - ალია
15:31 04-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
877
ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა, ამჯერად, პოლონეთს სდებს ბრალს, თითქოსდა ის გეგმავს რევოლუციას მისი პარტიის წინააღმდეგ. ზარქუა არ აკონკრეტებს, ეს მერამდენე ქვეყანაა უკვე, ვისაც მსგავსს ბრალს უყენებენ და რით დასრულად წინა ბრალდებები. ზარქუა ამბობს რომ პოლონეთის მთავრობას აქვს უმუშევრობის პრობლემა ქვეყანაში, ოღონდ, არ ამბობს, როგორ მოხდა, რომ საქართველოს არაერთი მოქალაქე მიდის პოლონეთში სამუშაოდ და საქმდება.
ირაკლი ზარქუა:
“პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს: უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, კომუნალურების ზრდა, მიგრაცია, იცლის და აფინანსებს ტელევიზიას, სადაც ქალბატონმა კობერიძემ აქ, თურმე, საქართველოს უნდა გააცნოს სიახლეები. ეს არის მათი პატრონების მორიგი პროექტი, რომ იქიდან, ტელევიზიიდან შეუტიონ, ჩვენი საზოგადოების რადიკალიზაცია და პოლარიზაცია მოახდინონ.
ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებაზე. იცით, რომ ისიც პოლონელია. როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს. ალბათ, ამან უნდა შეძლოს. დანარჩენები ჩაფლავდნენ და ახლა ვნახოთ აბა, პოლონეთი რას იზამს. ამას უკავშირდება, აბა, როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ამდენი პრობლემა გქონდეს და იცლი, დააფინანსო ტელევიზია უცხო ქვეყნის მაუწყებლობით. ეს ხომ ნონსენსია. პოლიტიკური ინტერესებია, რომ აქ არიონ სიტუაცია არიონ, შემდეგ მოიყვანონ ხელისუფლებაში „ჩერგოები“ და მისი სადაქალო და გააკეთებინონ ის, რასაც სააკაშვილის დროს აკეთებინებდნენ. ეს არის ამოცანა და მიზანიც” [IPN] 
27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განყოფილება გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მათივე ცნობით, ის ხელმისაწვდომი youtube-სა და “ბელსატზე” იქნება.
“VT Sakartvelo News ლაივშია – ახალი ამბების ახალი, ქართულენოვანი სამსახური პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ს მიერ. პროგრამა გაწვდით სანდო ინფორმაციას, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციასთან ბრძოლის ძალისხმევას” | წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved