მორიგი დაპირისპირება ოზურგეთის სკარებულოში – ოპოზიციამ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის გადაყენება მოითხოვა. საქმე ეხება გუშინ საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მარიკა ჩხიკვიშვილმა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის პირადი ცხოვრების შესახებ განაცხადება გააკეთა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჩხიკვიშვილის განცხადებას ამორალური უწოდეს და საკრებულოს თავმდჯომარეს, დავით დარჩიას, განცხადების დაგმობისკენ მოუწოდეს.
ეს იყო ყველაზე ცუდი საქციელი, რაც ამ საკრებულოს დარბაზში მომხდარა. მიზანმიმართული პროვოკაცია “ქართული ოცნების” ფრაქციის თვამჯდომარის მხრიდან ჩვენი კოლეგის, რომლის მიმართაც ჩვენ სოლიდარულები ვართ. ეს არ არის ის ფაქტი, რომ ადამიანმა მისი ოჯახის მდგომარეობით მოუწყოს პროვოკაცია საკრებულოს დარბაზში საკრებულოს დეპუტატს, რომელიც არის არჩეული და ეს იყო უმსგავსო ფაქტი. მოვითხოვთ საკრებულოს თავმჯდომარისგან, რომ ეს ფაქტი იქნეს დაგმობილი და ქალბატონი მარიკა გადაყენებული იქნეს თანამდებობიდან, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა.
მომხდართან დაკავშრებით კომენტარი არ გაუკეთებია არც ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს.
კომენტარები