• რეკლამა
  • კონტაქტი
14:33, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მორჩით ნებსით თუ უნებლიე კბენას, ღრენას და თითის ტაკებას…. დაიღალა ხალხი და ეგ მეთოდებიც აღარ მუშაობს…“

ალია ავტორი - ალია
16:01 09-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

„ესე ამბავი კბენისა, ღრენისა და თითის ტაკებისა.

ძალზედ აგრესიული და ღირსების შემლახავი გახდა პოლიტიკური გარემო. იყო… დიახ, ადრეც იყო ცილისწამებები, შეურაცხყოფები, კბენები, ღრენები და, თქვენ წარმოიდგინეთ, თითის ტაკებებიც კი…. მაგრამ არა ამ დოზით… და არც ასე არაპროგნოზირებულად, ასე უმიზეზოდ. ანუ, სრულიად გაურკვევლად თუ ვინ? ვის? სად? როდის? .. რატომ ? რისთვის ? აი, სწორედ, ეს რატომ? და რისთვის? არის დღეს მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა! თუ ჩავთვლით, რომ ტოტალური კონტროლი, ფუნდამენტალური უფლებებისა და თავისუფლებების უგულვებელყოფა, დაუსჯელობის სინდრომის დანერგვა, მცდელობა, გააკონტროლონ ადამიანის ქცევები, აზრები, გრძნობები და ა.შ. არის საზოგადოების შიშის ფაქტორით მართვის უმოკლესი გზა, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ძალიან ცდებით და ძალიან მიქარავთ! შეუძლებელია ძალაუფლების დამყარება შიშზე და სიძულვილზე! არაა საჭირო მსოფლიო ისტორიის ქექვა… აგერ, აქ, ჩვენთან… 2003 წელს, ჩაქვში, გასიებული ბერძენიშვილის ცემა რომ არ გადაეწყვიტათ უგუნურთ, გარწმუნებთ, სრულიად სხვაგვარად დატრიალდებოდა მოვლენათა ციკლი… დიახ, ყველასთვის მიუღებელმა, ამაზრზენმა, ნაცმოძრაობაში შემძვრალმა უსახურებამაც კი დაიმსახურა ხალხის მხრიდან თანაგრძნობა და თანადგომა! ვერც “ქართული ოცნების” 2012 წლის შედეგი იქნებოდა ისეთი შტამბეჭდავი, რომ არა გარდაბნის აგრესია და განუწყვეტლივ ფარული ჩანაწერების ჩვენება ტელევიზიით. (ვგულისხმობ ბურჯანაძის, კოკო გამსახურდია და სხვა მრავალის პირად საუბრებს). დიახ, ოხერი რამეა შიში… ის შენშია… ის გაწუხებს… ის ღირსებას გილახავს და…. ნებისმიერი ხერხით ცდილობ მასთან გამკლავებას! მოკლედ, ეს ამბავი იმას მოვაყოლე, რომ გახშირდა თითიდან გამოწოვილი კონფლიქტები, ცემაი და ტყეპაი და… ჰო, თითის ტაკებაიც…. რატომ თითიდან გამოწოვილი?!… რა ვიცი, აბა, ამდენი კოჰაბიტაციის, პაჩი-პუჩის, შარლ მიშელისთვის ერთობლივი რევერანსებისა და 2020 წლის არჩევნების შედეგებიდან და გარიგებებიდან გამომდინარე, სხვა რა უნდა ვიფიქრო?! ჰო, კიდევ… არ ვიცი ნებსით თუ უნებლიედ, მაგრამ ამდენი აგრესიის, პოლიტიკური ცემა-ტყეპის, დედის გინების შემდეგ, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ კარგ საფუძველს შეუქმნის “მეგობარ” საელჩოებს, ევროკავშირსა და “პარტნიორებს”, რომ უბრალოდ, არ სცნონ არჩევნების შედეგი!!! დიახ, უბრალოდ, არ სცნონ არჩევნების შედეგი! ჰო და, დაიწყება მერე დენიელსონ-მიშელის სასამართლო რეფორმის გატარების აუცილებლობაზე შეშფოთება, ქალბატონი პრეზიდენტის აწ უკვე დაწყებული დაპირისპირების( ეკლესიასთან და ხელისუფლებასთან) გაბუქება- გარდაუვალობის ყიჟინა… ნუუუ, პრეზიდენტია და ითხოვს პონტში…. ეგ რა არის,… სასწრაფოდ გახდება სავალდებულო კოალიციური მთავრობის შექმნა და სახელმწიფოს გადარჩენისათვის ერთობლივი ბრძოლა- გაწოლა… ეს ისე… მაინც ვთქვი რა… არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე… ვინმემ, ემანდ, ჩემი ჩანაწერიც არ გამოაქვეყნოს, ნახეთ რაებს ამბობსო….))))))…. ღმერთმა მშვიდობიანი კვირისწორი მოგვცეს! ისე, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ხმას კახი კალაძეს ვაძლევ! როგორც ვაკელი- ჩემი მეგობრის და კოლეგის შვილს გიორგი ტყემალაძეს! პარტიას- “პატრიოტთა ალიანსს”- იქ ჩემი ირმაა, ინაშვილი, რომელთან ერთადაც, თუ საჭირო გახდა, ბარიკადებთან მომიწევს დგომა. ..და რომელსაც ვენდობი და უბრალოდ, მიყვარს! სულ ესაა… ჰო…

P.S. მორჩით ნებსით თუ უნებლიე კბენას, ღრენას და თითის ტაკებას…. დაიღალა ხალხი და ეგ მეთოდებიც აღარ მუშაობს…

P.P.S. დღეს წავიკითხე “ქართული ოცნების” ლიდერის – დიტო სამხარაძის მიმართვა სააკაშვილისადმი. ჩამოდი, მიჰა, სახეში უნდა გაფურთხოო! ვაჰჰჰ, კაცო, ვიფიქრე, ასე თუ გინდა ეგ ამბავი, ვინმემ დაგიშალა, რომ ჩახვიდე და აფურთხო?! ან 1 წელი აქ რომ იყო, მაშინ რომ გეფურთხებია იმ გასიებულ სიფათში?! რა ვიცი, რა ვიცი… ისე, მიშამ წყენის გულზე გაყოლება არ იცის. არა ერთს გვიქნია ეგ ამბავი…. ლომო…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved