• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოქალაქის განცხადებით, ბანკის თანამშრომლებმა მასზე ჯგუფურად იძალადეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

ალია ავტორი - ალია
17:01 08-29-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

„კრედო ბანკში“, ბანკის რამდენიმე თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, მოქალაქის განცხადებით, ბანკის თანამშრომლებმა, მენეჯერის კაბინეტში, მასზე ფიზიკურად იძალადეს.

მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას სესხის თანხის გადახდა დაავიწყდა, რასთან დაკავშირებითაც თავდაპირველად „კრედო ბანკის“ კრედიტ-ოფიცერს ტელეფონზე ესაუბრა. მისი განმარტებით, ბანკის თანამშრომელი მას უხეშად ესაუბრა, რის შემდეგაც ვითარების გასარკვევად ფილიალში მივიდა. მისივე ინფორმაციით, ბანკში მისულს კრედიტ-ოფიცერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად გინებით უპასუხა, შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

„დამავიწყდა თანხის შეტანა ჩემს განვადებაზე, მიკავშირდება ე.წ. კრედიტ-ოფიცერი, ვინმე მერაბი. ამ პიროვნებას ავუხსენი, რომ პრობლემა არის ბანკის მხრიდან, გაარკვიეთ საკითხი-მეთქი და გავუთიშე ტელეფონი იმიტომ, რომ საკმაოდ დაკავებული ვიყავი. რამდენიმე წამში გადმომირეკა ამ პიროვნებამ, მეუბნება, ალბათ, გაითიშა ჩვენი საუბარი, ტექნიკური ხარვეზიაო. მე ვუთხარი: არა, მე გაგითიშეთ იმიტომ, რომ ძალიან დაკავებული ვარ-მეთქი. მეუბნება, რომ თუ თქვენ არ გაინტერესებთ თქვენი საქმე, მაშინ, მე საერთოდ, რაში მაინტერესებსო. გარდა იმისა, რომ ნიშნის მოგებით, აგდებით მელაპარაკა“, – აცხადებს მოქალაქე.

მისივე თქმით, ტელეფონზე საუბრის შემდეგ, ბანკში მივიდა, რადგან უკმაყოფილება გამოეხატა. მოქალაქის თქმით, მენეჯერს აუხსნა, რომ ბანკის თანამშრომელი მას უხეშად ესაუბრა. როგორც მომხმარებელი განმარტავს, სწორედ მენეჯერთან საუბრის და ახსნის დროს, ოთახში აღნიშნული კრედიტ-ოფიცერი შევიდა, რომელმაც უხეშად დაიწყო საუბარი, უცენზურო სიტყვებით მიმართა, რაზეც თავადაც გინებით უპასუხა.

„ვეღარ მოვითმინე და შევაგინე. შეგინებისთანავე, პირველი თვითონ წამოვიდა მუშტებით, დამარტყა და მისი თანამშრომელი, რომელიც გვერდით მედგა მარჯვენა მხრიდან, მირტყამს მუშტს და წიხლს ბარძაყის არეში. აქედან ეს მირტყამს. წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ და მირტყამდნენ. ამ პროცესში რომელიღაც თანამშრომელმა ამათრია ტანისამოსით, შემომაგლიჯა ტანსაცმელი და მინიმუმ 50 მომხმარებლის წინაშე მიმათრევდნენ როგორც ვიღაც რეციდივისტს და დამნაშავეს. ვეუბნები, ხალხო, რას აკეთებთ, მცემთ? და ის მეორე, ვინც მირტყამდა, იქიდან ყვირის – გასალახი ხარ და გცემეთო“, – აცხადებს მოქალაქე ვიდეომიმართვაში, რომელსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

გარდა ამისა, მოქალაქის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბანკში თანხის გადახდა დაავიწყდა, რასთან დაკავშირებითაც ბანკს დაუკავშირდა და მოახსენა, ასევე, საურავის გადახდაზეც თანხმობა განაცხადა. ადვოკატის თქმით, მიუხედავად ამისა, ბანკიდან მოქალაქეს ერთი დღის შემდეგ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მას კიდევ ჰქონდა დავალიანება.

„ბანკი ისევ უკავშირდება ერთი დღის შემდეგ და ეუბნება, რომ თქვენ კიდევ დავალიანება გაქვთო, ვინაიდან თქვენი ჩარიცხვის დღეს ვერ მოხერხდა თანხის ჩამოჭრა და კიდევ დამატებით სთხოვა, თან როგორც ის განმარტავს, ძალიან უხეშად ესაუბრებოდა ბანკის თანამშრომელი. ამის გასარკვევად მივიდა შემდეგ მენეჯერთან და ეს ინციდენტი მოხდა მენეჯერის სამუშაო ოთახში და იძალადეს მასზე ჯგუფურად“,- აცხადებს ადვოკატი „ტვ პირველთან“.

არსებული ინფორმაციით შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved