• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოქალაქეთა დანაზოგებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება – საპენსიო სააგენტო

ალია ავტორი - ალია
10:53 06-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

“მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. კერძოდ, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპენსიო სააგენტოს და რაც მთავარია საპენსიო დანაზოგებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ და საპენსიო სააგენტო სტაბილარად, ჩვეულ რეჟიმში, აგრძელებს სამუშაო პროცესს.

საპენსიო სააგენტო გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დაცვით ყოველთვის პროაქტიულად აწვდის საზოგადოებას ნებისმიერ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში, სააგენტოსა და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შორის ინტერვიუს დროს საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს გამოწვევას დანაზოგებისთვის, რასაც შედეგად ბუნებრივია მოსდევს რეალური ამონაგების (ნომინალურ ამონაგებს – ინფლაცია) შემცირება.

ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ინფლაციის დროს რეალური ამონაგების შემცირება დროებითი, მოკლევადიანი მოვლენაა და არ იწვევს მოქალაქეთა შენატანების შემცირებას. მას გავლენა აქვს მხოლოდ დარიცხულ რეალურ სარგებელზე.

სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ დადებითი რეალური სარგებლის და მინიმუმ ინფლაციის მაჩვენებელზე მეტი ამონაგების გენერირება. აღნიშნულის მისაღწევად, სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მხრიდან ხდება პორტფელის სავალუტო დივერსიფიკაცია, გლობალური აქციების შესყიდვა, რეფინანსირებაზე მიბმული საპროცენტო განაკვეთისა და ბაზარზე არსებულ მაღალ, გრძელვადიან ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთების მქონე ინსტრუმენტებში ინვესტირება. აღსანიშნავია ისიც, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობა აგრძელებს ზრდას იმ დროს როდესაც გლობალურად თითქმის ყველა აქტივის კლასის ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

შესაბამისად, გვინდა მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან. სააგენტო კვლავაც მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს საქმიანობისა და შედეგების შესახებ.” – ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved