• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოქალაქეს, რომელმაც გორის იზოლატორში უკანონოდ 2 დღე გაატარა, სახელმწიფო 17 ათას ლარს აუნაზღაურებს

ალია ავტორი - ალია
14:28 11-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,610

მოქალაქეს, რომელმაც გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში („კაპეზეში“) უკანონოდ 2 დღე და ღამე გაატარა, სახელმწიფო 17 ათას ლარს აუნაზღაურებს. აქედან 15 000 ლარი ადვოკატთა მომსახურების ხარჯია, ხოლო 2 000 ლარი – მორალური ზიანის ანაზღაურება.

“ქართლის ამბების” ინფორმაციით, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

მოქალაქე თავდაპირველად მორალური ზიანის სახით 500 000 ლარს, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 56 000 ლარს ითხოვდა.

  • გამართლებული პირი, კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან სიგარეტის კონტრაბანდული გზით შემოტანის ბრალდებით იყო დაკავებული. საბოლოოდ, სასამართლომ ყველა მათგანი გაამართლა.
  • სასამართლოს განმარტებით, მორალური ზიანის ოდენობა 2 000 ლარი საკმარისია, რადგან ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ ორი დღე გაატარა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გამართლებული პირი არ ყოფილა ასაკით ისეთი, რომ ამ პერიოდში ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე შექმნოდა, გარდა ამისა, გამამართლებელი განაჩენი უკვე პირველ ინსტანციაში იქნა მიღებული.

ამ ეტაპზე უცნობია, ითხოვენ თუ არა ზიანის ანაზღაურებას დანარჩენი ორი გამართლებული მოქალაქე.
საქმეში მითითებულია, რომ პოლიციელებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში 102 300 ლარის ღირებულების კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved