მოქალაქე, რომელსაც რუსული კანონის მიმღები “ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი “ადევნებაში” ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს – ამის შესახებ ინფორმაციას დავით კუპრავა ავრცელებს.
კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
“დამიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ნინო წილოსანის ადევნების ფაქტზე. ვნახოთ, რა იქნება. არა რუსულ რეჟიმს!
update: უარი განვაცხადე გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა! სიმართლე და მტკიცებულებები ჩემს მხარეს არის. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს რეჟიმია, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების პროტესტის ეშინია”- წერს კუპრავა.
ცნობისთვის, წილოსანმა კუპრავას შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ უჩივლა, რაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს მოქალაქემ მას მანქანიდან მოღალატე დაუძახა. წილოსანი ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს “ადევნებას”.
კომენტარები