ფოტო – ტვ პირველი
“მონა, არა რუსულ კანონს” – ბერლინში საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ქართველები აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეებმა ამ შეძახილებით შეაცილეს პრემიერი კობახიძე შოლცთან ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე.
აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მიტანილი საპროტესტო ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.
“თავისუფლება ლაზარეს”, “არა რუსულ კანონს” “აქ ვართ ჩვენი სამარცხვინო მთავრობის გამო” – ამ შინაარსის ბანერებით იყვნენ ახალგაზრდები მისულები კობახიძესთან დასახვედრად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.
“ველოდები, შოლცი ამას გარკვევით ეტყვის კობახიძეს” – ბუნდესტაგის წევრი
კომენტარები