• რეკლამა
  • კონტაქტი
06:32, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომინდა ყველასთვის გამეზიარებინა…” – რას წერს დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
12:02 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აკაკი ზოიძეს პასუხობს:

“Kaki, შენი სტატუსი ვნახე, ვაქცინაციის სავალალო სტატისტიკის შესახებ და მომინდა ყველასთვის გამეზიარებია თითქოს სულ უბრალო და ყველასთვის ადვილად დასანახი, ელემენტარული დაკვირვება: ჩვენი კლინიკის გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების მაგალითზე შემიძლია ვთქვა – სრულმა კი არა, მხოლოდ პირველმა ვაქცინაციამაც ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ჩემი დამ, სიძემ, ძალიან ბევრმა მეგობარმა და ახლობელმა, რომელიც ასაკის, თანდართული დაავადების, ან კონსტიტუციის გამო ძალიან რთულად გადაიტანდა კოვიდ-19-ს, სახლის პირობებში მოიხადეს და მხოლოდ 1-2 დავაწვინეთ კლინიკაში ცოტა ხნით – ძალიან მომეტებული რისკის მქონენი – ისინიც მალევე გავუშვით სახლში. რაც შეეხება დაავადების საერთოდ თავიდან არიდებას, ჩემს ერთ არაექიმ მეგობარს გარდაეცვალა ოჯახის წევრი (არაკოვიდით) და აუარება ხალხი მოვიდა პანაშვიდებზე; ძალიან დიდი ოჯახია, ბევრი დამხვდური ჭირისუფლით და უმეტესობას დაემართა კოვიდი- ყველამ იოლად გადაიტანა, მაგრამ საინტერესო აქ ის იყო, რომ ყველანი აცრილები იყვნენ და თან 2 სხვადასხვა ვაქცინით. ზუსტად გაიყო! 

ერთი სახის ვაქცინამ სრულად დაიცვა და არცერთს იმ ოჯახის წევრს არ დაემართა, ხოლო მეორე ვაქცინით დაავადებულებმა (მათ შორის რისკის ჯგუფში მყოფებმა)- სახლის პირობებში გადაიტანეს.

ეს დაკვირვება თავად ჩემმა მეგობარმა, ზაზამ გააკეთა (ცხადია არ ვიტყვი ვაქცინების სახელებს – სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვაგვარად მომხდარიყო, ამ შტამზე ასე იყო), და ალბათ ნებისმიერს შეუძლია დანახვა თავის ირგვლივ მაგალითებზე, თუმცა არსებობს ფსიქოლოგიური სიბრმავე, რომელიც ხელს უშლის ადამიანს არსებული რეალობის დანახვას.

ამ “სიბრმავეში”, შინაგანი განწყობის გარდა ( ქვეცნობიერი შიშები, ობსესიები), გარეგანი სუგესტიური ფაქტორებიც მონაწილეობენ და სამწუხაროდ, ორჭოფ ადამიანებს თავისკენ იზიდავენ.

რაც შეეხება “ვაქცინების მაფიას”, რასაც ხშირად ახსენებენ, უკვე აღარც მინდა ვუპასუხო ამ ტვინგაყინული ხალხის გონების “ნაჟურს”, ამ არაამქვეყნიურ სიბრიყვეს!((“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved