მომღერალი გურამ პაპუაშვილი, რომელიც საზოგადოებამ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო, 37 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
გურამ პაპუაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გურამ პაპუაშვილი აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდა, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა და გორში დაბრუნდა. მეორე დღეს გარდაიცვალა. მომღერლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
„რა საშინელება მოხდა, გურიკა, როგორ დამენანე!“, „ეს რა ცუდი ამბავი მოხდა, ცხონებული მამამისიც როგორ ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან“, „ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, ჩვენო გურიკ…“, „ჩვენი კეთილშობილი გური“, „ოჰ, გურიკა, არ მემეტები, ჩემო ვაჟკაცო ბიჭო, მიწისთვის. ამას ვერ ვეგუები, წარსულზე როგორ ვილაპარაკო შენზე, გური“ – წერენ პაპუაშვილის სიკვდილით დამწუხრებული ადამიანები.
წყარო: sarkenews.ge
კომენტარები