• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომავალი წლიდან სრული დატვირთვით დავიწყებთ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას, ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებს – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
11:35 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება, ასევე დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას.

ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მერია მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დაიწყებს ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას.

„თქვენ იცით, რომ დედაქალაქის საკრებულომ გუშინ დაამტკიცა ბიუჯეტი უპრეცედენტო მაჩვენებლებით. მილიარდ 305 მილიონი – საბიუჯეტო ნაწილი, ხოლო დონორებიდან მოზიდული სახსრებით – 240 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება. ჯამში ეს არის მილიარდ 545 მლნ ლარი. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის და აქვე გპირდებით, რომ მომდევნო წლიდან სრული შემართებით, 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ ყველა დაპირებული პროექტის განხორციელებას. აქვე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებს, ასევე დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას. ეს ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებია, თუმცა, არანაკლებ პრიორიტეტულია იმ ახალი პროგრამების განხორციელება, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი. ეს არის: ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლისთვის 20 მლნ ლარია გამოყოფილი; უსახლკარო ოჯახებისთვის ბინების შეძენის მიზნით გამოყოფილია 5 მლნ ლარი; 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის. 15 პარკის პროექტი; მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია; მინდელისა და მეტეხის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები; დამატებით 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა, მათ შორის ერთი ძველი, ავარიული ბაღის ადგილას აშენდება; ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-8 ხელოვნების სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუბინაშვილის 21-ში; სპორტული ცენტრების მშენებლობა. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მათზე ჯამურად 190 მლნ ლარი დაიხარჯება. ეს პროექტებია: ​ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ​მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება; უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა; ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზღვის უბნის პარკის მოწყობა; ​ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტები, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია; ​გუდიაშვილის მოედანზე, 9 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება; ვარკეთილში, მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება; ​დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება; ​ლადო ასათიანის ქუჩა #50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება. მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს და დაგპირდეთ, რომ მომავალი წლიდან სრული დატვირთვით დავიწყებთ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved