• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომავალი პატრიარქის შერჩევაში ივანიშვილიც მონაწილეობს? – სუს-ის საიდუმლო ფაილები

ალია ავტორი - ალია
10:38 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
491

უკანონოდ გავრცელებული ოპერატიული თვალთვალის უდიდესი ნაწილი საპატრიარქოს შიგნით 
მნიშვნელოვან პროცესებს ეხება. ერთ-ერთი ფაილი, სადაც სასულიერო პირების კონკრეტული გვარები იკითხება, მომავალი პატრიარქის ვინაობას უკავშირდება.

ბიძინა ივანიშვილი, ფარულ ჩანაწერებში პირადად ინტერესდება, ვის სურს პატრიარქობა ილია მეორეს შემდეგ. ამ ინფორმაციას კი იმ სასულიერო პირისგან იღებს, რომელიც ივანიშვილის ოჯახთან მჭიდრო კავშირშია. სუსის კრებსები მამა ბართლომეს ივანიშვილთან სტუმრობის ეპიზოდსაც მოიცავს.

არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა მონაზონ ბარბარე ივანიშვილს აცნობა, რომ სტუმრად საჩხერეში იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილთა ოჯახში. ფირცხალაშვილის სიტყვებით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, რომელ მღვდელმთავარს აქვს პატრიარქობის ამბიცია, რაზეც ფირცხალაშვილმა დაასახელა – მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი, დანიელ დათუაშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი და აბრაამ გარმელია. ფირცხალაშვილი აღნიშნავს, რომ ხსენებული მიტროპოლიტებიდან ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ დადებითად დაასახელეს აბრაამ გარმელია, უარყოფითად შეაფასეს იობი აქიაშვილი. 

მომავალი პატრიარქის საკითხზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესი რომ დიდია, კარგად ჩანს სუსის ოპერატიული კრებსებიდან. ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაილებში, ამ ერთი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ხელისუფლება ცდილობს იმ დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია მიიღოს, ვინ დაუჭერს მხარს მეუფე შიოს კანდიდატურას, თუკი ის ერთ-ერთი იქნება საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლის გზაზე.

საიდუმლო ფაილები პატრიარქის სამდივნოს თითქმის ყველა წევრის თვალთვალს მოიცავს. საპატრიარქოსთან დაახლოებულ საერო და სასულიერო პირებს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ ყველგან, კონტროლდებოდა მათი პირადი მიმოწერები და გადაადგილებები.

სუსი წლების განმავლობაში უთვალთვალებდა, ვისთან ჰქონდათ კავშირი სასულიერო პირებს, კრებსების დიდი ნაწილი მღვდლებისა და მღვდელმთავრების სექსუალურ კავშირებს მოიცავს, ზოგიერთი ფაილი კი მძიმე დანაშაულის შემცველია…

„მთავარი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved