• რეკლამა
  • კონტაქტი
14:11, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მომავალ კვირას პარლამენტი პრემიერობის კანდიდატს და სამთავრობო გუნდს მოუსმენს – როგორია განრიგი?

ალია ავტორი - ალია
15:00 02-03-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

საქართველოს პარლამენტისთვის მომდევნო კვირა დატვირთული იქნება. მიზეზი მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის და მის მიერ ახალი სამთავრობო გუნდის, ასევე ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენა, რომელსაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 5 თებერვლის კვირაში ფრაქციულ და კომიტეტების დონეზე მოუსმენენ და პლენარულ სხდომაზე ნდობას გამოუცხადებენ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ორშაბათიდან უკვე იქნება მთავრობის შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენები და ჩვენი გეგმაა, რომ განვიხილოთ და კვირის ბოლოსთვის კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას“.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი კანდიდატი პარლამენტს 2 თებერვალს წარუდგინა, თავის მხრივ კი ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ დაარეგისტრირა, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე ასევე აიტვირთა მომავალ კვირაში დაგეგმილი შეხვედრების განრიგიც. დოკუმენტის მიხედვით:

5 თებერვალს 10 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე თავდაცვის და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები ერთობლივად მოუსმენენ თავდაცვის ახალ მინისტრს, ასევე იუსტიციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და შს მინისტრს.
ამავე დღეს 15 საათიდან ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანდაცვის კომიტეტებზე, განათლების, ასევე კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის მინისტრების მოსმენა;
6 თებერვალს კომიტეტები გაერთიანებულად მინისტრებს 16 საათიდან მოუსმენენ, კონკრეტულად კი აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებზე მოუსმენენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს.
7 თებერვალს – ოთხშაბათს, მოსმენები 10 საათიდან დაიწყება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობების კომიტეტებზე საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ;
ამავე დღეს 15 საათიდან კი ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მთავრობის შემადგენლობას მოუსმენენ.
8 თებერვალი დასკვნითი დღე იქნება, როდესაც 10 საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ მთავრობის შემადგენლობას მოუსმენენ, სადაც პრემიერობის კანდიდატი გამოვა;
11:45 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება
12 საათზე კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე თავისი სამთავრობო გუნდით წარდგება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved