• რეკლამა
  • კონტაქტი
09:48, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან ქვეყნის გაერთიანებას ემხრობა

ალია ავტორი - ალია
11:57 01-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსული ზეწოლისგან ქვეყნის მყიფე დემოკრატიის დასაცავად, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, მეზობელ რუმინეთთან – ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოსთან – გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.

სანდუმ, რომლის პროევროპულმა მმართველმა პარტიამაც გასულ სექტემბერს მანდატი განაახლა, რუსეთი მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულა. მოლდოვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, სადაც 2.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს; მოსახლეობის უმრავლესობა რუმინულენოვანია, თუმცა ქვეყანაში რუსულენოვანი უმცირესობაც ცხოვრობს.

“რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ხმას რუმინეთთან გაერთიანებას მივცემდი. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. მოლდოვის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის სულ უფრო რთულდება დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ გადარჩენა და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა”, – განაცხადა სანდუმ ბრიტანული პოდკასტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რუმინეთის მოქალაქეობას დაახლოებით 1.5 მილიონი მოლდაველი ფლობს, თუმცა ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბუქარესტთან ხელახალ გაერთიანებას მხარს მხოლოდ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი უჭერს.

სანდუმ აღნიშნა, რომ აცნობიერებს, მოლდაველთა უმრავლესობა მის პოზიციას არ იზიარებს და დასძინა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია “უფრო რეალისტური მიზანია”.

სანდუს მთავრობის მიზანი 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, რისთვისაც რთული რეფორმების გატარება მოუწევს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მოლდოვის პრორუსი სოციალისტები ხელისუფლებაში 2020 წლამდე იყვნენ.

მოლდოვა, რომელიც უკრაინასაც ესაზღვრება, ომებს შორის პერიოდში რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა მისი ანექსია მოახდინა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved