მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას განცხადებით, ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ, მიიღებენ ორდღიან დასვენებას მიიღებენ. ინფორმაციას point.md ავრცელებს.
“ჩვენ ვიწყებთ ღონისძიებების სერიას, რომელიც ვაქცინაციის ძალისხმევას ხელს შეუწყობს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით ვაქცინირებული ადამიანებისთვის ორდღიანი შვებულების სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება”, – განაცხადა გავრილიცამ.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება დამსაქმებელს წაახალისებს და ის თანამშრომელს ვაქცინაციაზე უფრო ადვილად გაუშვებს.
Covidvax.live-ის მონაცემებით, მოლდოვაში კორონავირუსზე სრულად 782 866 ადამიანი ანუ ქვეყნის მოსახლეობის 19.45% არის აცრილი.
კომენტარები