მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ორგანიზაციის დაარსების შესახებ შეთანხმების, ასევე ორგანიზაციის ოქმისა და წესდების დენონსაციას.
გადაწყვეტილება ეფუძნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივას, რომლის თქმითაც, დსთ-ს ძირითადი ღირებულებები და პრინციპები აღარ არის დაცული, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის საკითხებში. მოლდოვის ხელისუფლება რეგიონში რუსეთის ქმედებებს, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომსა და მოლდოვას ტერიტორიაზე უკანონოდ ჯარის განლაგებას ახსენებს.
ანგარიში პლენარულ სხდომაზე საგარეო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ადრიან ბალუტელმა წარადგინა და დააზუსტა, რომ ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს 2026 წლის 20 მარტის სხდომაზე და კომიტეტს არანაირი წინადადება ან შენიშვნა არ წარედგინა.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ, რითაც დამტკიცდა მოლდოვას გასვლა დსთ-ს ძირითადი სტრუქტურებიდან.
ცნობისთვის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესის ფარგლებში, მოლდოვამ დსთ-სთან დადებული დაახლოებით 70 შეთანხმება გააუქმა.














კომენტარები