• რეკლამა
  • კონტაქტი
21:50, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში”

ალია ავტორი - ალია
02:13 04-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ვინც ახლა მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, მათ მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, „ახლა ისხდებიან პარლამენტში ის ოთხი „ლელოს“ წარმომადგენელი და იდვებიანვითარცა მყუდვარნი, როგორც თამარის ისტორიკოსი ამბობს, არაფერი არ იქნება, როგორც დანარჩენი მყუდვარები სხედან იქ“.

„თუ არ იქნა გადანგრეული ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც არის დაუნდობელი, სასტიკი, შეუბრალებელი. ერთ კომპრომისს არ აკეთებს, რომ მერე ის პრეცედენტი არ გაუხდეს. რომ არ გაგვეკეთებინა ეს საერთო ოპოზიციური ფორმატი ხუთი თვე, ამ შედეგებამდე ვერ მივიდოდით. დოკუმენტში აღიარეს, რომ ახალი არჩევნებია ჩასატარებელი, მართალია, მიაბეს ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ აღიარეს პოლიტპატიმრებიც და ესეც. არათუ აქამდე მივიდოდით, არამედ დაიჭერდნენ პოლიტიკური ლიდერებს, მათ შორის დაიჭერდნენ მამუკა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს. მათ შეეშინდათ ოპოზიცური ფრონტის, აბა, ოქრუაშვილს , უგულავას გამოუშვებდნენ ციხიდან? რომ არ ყოფილიყო ეს ოპოზიციური ფრონტი. ეს ისტორიული მიღწევა უნდა მიგვეყვანა ბოლომდე, თვენახევარი ნერვების ომის მოგება ნიშნავდა ახალ არჩევნებს, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით ეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ აშშ-ის ელჩს.

„პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ კელი დეგნანს. უკვე საფრთხობელა ვიყავი იმ მოლაპარაკებებზე. ყველა მიყურებდა დიდი ეჭვით. როგორც კი წავიდოდა საუბარი, შედით პარლამენტში და სასამართლო რეფორმას ჩავატარებთ, მაშინვე ვდგებოდი და რაიმე იმისთანას ვამბობდი, რომ ჩაიშლებოდა ეს გეგმები. საბოლოო ჯამში იქამდე მივიდა საქმე, რომ რამდენიმე შეხვედრიდან გამომტოვეს და ისე უჩემოდ დაწერეს დოკუმენტი და პოსტ ფაქტუმ დამახვედრეს. ვინც ახლა მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, მათ მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ შევარდნილიყვნენ პარლამენტში. ხაზარაძე-ჯაფარიძეს თავისი საბანკო ამბები აინტერესებთ, ესენი პოლიტიკოსებად არ დაბადებულან. „გირჩს“ აინტერესებს, სად უფრო გააბოლოს კარგად და მერე მარიხუანა დათესოს“, – განაცხადა ნათელაშვილმა

თეგები: შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved