• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოლაპარაკე პენისებმა დაუწუნეს ჩვენს პატრიარქს 45 წლიანი საჭეთმპყრობელობაც და ამჟამინდელი მართველობის “სტილიც” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:26 01-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,743

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი:

„გუშინ არ მქონდა არც ეშმაკთა და არც მოლაპარაკე პენისთა “ხსენების დღე”. მით უმეტეს ასეთი დღე არ მექნება არც ხვალ. ხვალე მაქვს კერძო ზეიმი – ჩემი ანასტასიას ზეციური მფარველი წმიდანის ხსენების დღე და ზეიმი საზოგადო – სულიერი ქართველების დღესასწაული: ჩვენი უწმინდესი და უნეტარესის 90 წლისთავი.
გუშინწინ, წუხელ და დღეს – მოლაპარაკე პენისებმა დაუწუნეს ჩვენს პატრიარქს 45 წლიანი საჭეთმპყრობელობაც და ამჟამინდელი მართველობის “სტილიც” და “მეტყველების ტონალობაც”. განსულერებულთა სამყაროში ასეთ მატერიებზე მსჯელობა, “მოქანავე”, “მომაკვდავი” და “დემენციური” ბელადის ბანაკიდან – ცალკე ფსიქიატრიის საგანია, მაგრამ ჩვენ, ნორმალურებმა ერთი საინტერესო, სულიერი და ლამაზი ისტორია გავიხსენოთ.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ჩვენი თანამედროვეობის კიდევ ერთი ცოცხალი “წმიდანის”, სერბეთის პატრიარქ პავლესთან ერთად აღვლენილ წირვას სიონის საკათედრო ტაძარში დავესწარი 1996 წლის შემოდგომას – ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილება. 11 წლის შემდეგ დაუძლერებული 93 წლის პატრიარქი პავლე კი ბელგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მოათავსეს.
პატრიარქ პავლეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 2008 წლის 15 მაისის სინოდალურ სხდომაზე, სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საჭეთმპყრობელის ფუნქციები დროებით გადაცემოდა ჩერნოგორიის მიტროპოლიტ ამფილოქოსისათვის.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მაძიებელთა შორის, ქვეყნის ეკლესიის წიაღში დაიწყო მეტად “ტურბულენტური” და არაჯანსაღი პროცესები. 2008 წლის 11 ნოემბერს დაინიშნა სინოდის მორიგი სხდომა, რომელმაც განიხილა პატრიარქ პავლეს განცხადება, ავადმყოფობასთან დაკავშირებით მისი გადადგომის მოთხოვნის თაობაზე.
სინოდი ვერ ჩამოყალიბდა ერთიან პოზიციაში და უკვე 13 ნოემბერს, წვეთოვანზე მიერთებულ პატრიარქთან პალატაში მივიდა სინოდის სრული შემადგენლობა, რომლებმაც მუხლმოდრეკით სთხოვეს საჭეთმპყრობელ პავლეს – გაეგრძელებინა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა. მართვა – რომელიც პატრიარქების შემთხვევაში, სამოციქულო ხელდასხმისა და სულიერი “ადმინისტრირების” კატეგორიას განეკუთვნება და ბელადებზე შეპყრობილი ეშმაკეულებისთვის გაუგებარ მცნებას წარმოადგენს.
პატრიარქი პავლე დაემორჩილა სინოდის გადაწყვეტილებას, და თუნდაც პალატიდან – მაგრამ მაინც მართავდა თავის ეკლესიას ჯერ კიდევ 95 წლის ასაკშიც კი. ამ ფენომენის ახსნა მოლაპარაკე პენისებისთვის არც უნდა ვცადოთ – მათ ხომ საკუთარი უბედურებაც ჰყოფნის, ბელად “ჯალათ-ედ-დინის” სახით. უბრალოდ, არც გავუტაროთ ხოლმე, რათა თუნდაც ერთი დღით, მათ საკუთარი თავი მხოლოდ პენისებით დასახლებულ ქვეყანაში არ იგრძნონ.“
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved