• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მოკვლით მემუქრება ბრიგადის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაშია 4000 ადამიანი, ტანკები, ჯავშანტექნიკა, ქვემეხები, ტყვიამფრქვევები…” – დავით ნემსაძე

ალია ავტორი - ალია
17:50 02-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,963

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესუბრება „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელძღვანელი, თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცერი, პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე:

 

– ვაზიანის ბრიგადის მეთაურმა, პოლკონიკმა გიგა  ჯინჭარაძემ სოც–ქსელში საპასუხო  შეურცხყოფა მოგაყენა და დაგემუქრა კიდეც. ეს  მოჰყვა შენს მიერ  გამოქვეყნებულ პოსტს „ფეისბუკში“. ამის შესახებ რას იტყვი? (მკითხველს აქვე ვთავაზობთ „სქრინებს“).

– რა აზრიც არ უნდა გამოვთქვა, რა ფორმითა და რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს კონკრეტულად გიგა  ჯინჭარაძისთვის, როდესაც სამხედრო პირია, თმენის ვალდებულება აკისრია და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაზე თავი უნდა შეიკავოს. სიტყვიერ შურაცხყოფასაც გააჩნია–უშვერი სიტყვებით გამლანძღა. ჯინჭარაძე მაღალი რანგის ოფიცერია, მას თუ რაიმე არ მოსწონს ვინმეს პოსტში, მისთვის თუ მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, უნდა მიმართოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–ცენტრს, რომელიც ადრესატს გასცემს ზოგად პასუხს და თუ საჭიროდ ჩათვლა, კონკრეტული თანამდებობის პირის სახელითაც. ასევე, არსებობს სხვა გზაც.

ჯინჭარაძეს შეეუძლია სასამართლოს მიმართოს, პროკურატურას მიმართოს, მაგრამ ეს არ იცის ამ უტვინო კაცმა. ამას ბრიგადის მეთაურს, რომელსაც  4000  ჯარისკაცი და ოფიცერი აბარია, მე არ უნდა ვუხსნიდე. თუმცა,რაც უფრო უწიგნური და გაუნათლებელია ადამიანი,მით უფრო მეტი შანსი აქვს  თავდაცვის სამინისტროში დაწინაურებისა. რაც ჯინჭარაძემ მაკადრა, მაგინა და დამემუქრა,  მოგცემ სქრინებს და დაურთე ამ სტატიას, ნახოს  საზოგადოებამ, რა ზრდილობის, რა ლექსიკის პატრონი მეთაურობს ვაზიანის ბრიგადას. მან გადაწყვიტა   დედის გინებით, ჩხუბით, შეურცხყოფით და ქვეშევრდომთა რესურსით, ინტერნეტით ბრძოლა გამოეცხდებინა ჩემთვის. მაგისი არ მეშინია.  ღმერთმა დამიფაროს, ჯინჭარაძემ შემაშინოს. თუმცა,  სამხედრო მოსამსახურე რომ ხარ, გარკვეულ სამოქალაქო უფლებებზე უარს ამბობ და ამაზე ხელს აწერ, თანხმდები. შესაბამისად,   გეკისრება გარკვეული თმენის ვალდებულება. ეს არის აშკარა მუქარა და სისხლის სამართლის დანაშაული– მოკვლით მემუქრება ბრიგადის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაშია 4000 ადამიანი, ტანკები, ჯავშანტექნიკა, ქვემეხები, ტყვიამფრქვევები და ასეთ რაღასაც ამბობს,ადამიანს მკვლელობით ემუქრება. ეს უკვე ძალიან სახიფათოა. ხვალ შიძლება კიდევ ვიღაცის პოსტი არ მოეწონოს, ვიღაცამ ცუდად უთხრას რაღაც  და რა გარანტია გვქვს, რომ მის წინააღმდეგ, მის ხელთ არსებულ სამხედრო რესურსს არ გამოიყენებს?    თუნდაც, ვინმეს ავტომატით არ გადაცხრილავს? თმენის ვალდებულება ფეხებზე ჰკიდია და ეს უკვე დაადასტურა.  ფეხებზე ჰკიდია ის საზოგადოებაც, რომელიც მას ხელფასს უხდის. ამას უყურებს  თავადაცვის სამინისტრო, შს სამინისტრო, პროკურატურა და ხმას არ იღებენ,  არც სამხედრო პოლიციას და არც თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციას მოკვლევა ჯერ  არ დაუწყიათ ამ საქმეზე.  ჯინჭარაძეა ის კაცი, რომელმაც ჯარიდან გააგდო ნოდარ ადუაშვილი, არჩილ გულაშვილი გააგდო, 4 შვილის მამა, რომელიც ორჯერ დაიჭრა ავღანეთში  და მგონი, ყველა ჯილდო აქვს მიღებული, რასაც ცოცხლად გადარჩენილ ჯარისკაცს აძლევდნენ იმ მისიაში.  რატომ გააგდო იცი გულაშვილი? „პახმელიაზე“ ხარო და მორჩა, გაუშვა ეგრევე. „პახმელიაზე“ რომც ყოფილიყო, ასეთ დროს, ჯარში არსებობს სამი საყვედურის უფლება და მეოთხე გადაცდომის მერე გაქვს უფლება ჯარიდან დაითხოვო ქვემდგომი, მანამდე სყვედურები უნდა გამოუცხადო.  ჯინჭარაძე არის ის კაცი, რომელიც უცხოურ მისიებში ხალხის წასაყვანად,  ერთ კაცზე 1000 დოლარს იღებდა, ამ თანხის ნაწილს ზემოთ აგზავნიდა ვახტანგ კაპანაძესთან და სხვებთან. ამას მე არ ვიგონებ, თავად მისიებში მყოფი სამხედროები ამბობენ. ჯინჭარაძისნაირ ხალხს ახალისებს გენშტაბის ყოფილი უფროსი, ამჟმად პარლამენტის  დეპუტატი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც თავად იყო ძალადობის მომხრე. თუ ჯინჭარაძის საქციელზე არ  მოხდა სათანადო სამართლებრივი რეაგირება, მაშინ ამას გადავიტან პოლიტიკურ  ჭრილში და მოვუწოდებ ვეტერან სამხედროებს აქციების მოსაწყობად. ეს არ არის პირადი გაუგებრობა, ეს არის მაღალი  სამხედრო თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

სტატიაში მოყვანილ  პერსონებს თუ პრეტენზია ექნებათ დავით ნემსაძის  მიმართ, შეუძლიათ „ალიას“ დაუკავშირდნენ  და მათ პოზიციას ოპერატიულად  დავაფიქსირებთ – 593-517-337

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

თეგები: დავით ნემსაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved