• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, კვირა, 22 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოკრძალებით კიდევ ერთხელ გთხოვთ საქართველოს ხელისუფლებავ, გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში“ – მეუფე იოსები

ალია ავტორი - ალია
03:19 11-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

შემოქმედისა და გურიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები (კიკვაძე) სოციალურ ქსელში წერს:

„მოკრძალებით მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს. თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ საკმარისია ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას, ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია.

ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს, რადგანაც მან აღასრულა უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა, აღსარება ჩაიბარა ყოფილი პრეზიდენტიდან და ბოლოს აზიარა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ასევე მინდა განვმარტო, რომ ადამიანი რომელიც ზის ციხეში, ან სავადმყოფოშია სრულებითაც არარის სავალდებულო მარხვა, რადგანაც ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია და მის მიმართ განკითხვა სრულიად უსაფუძვლოა.

უფალი ბრძანებს: როდესაც მოვალ მეორედ განსჯად ცხოველთა და მკვდართა, კაცობრიობას გავყოფ ორ ნაწილად, ერთს მარჯვნივ დავიყენებ ხოლო მეორეს მარცხნივ ჩემსა. მარჯვნივ მდგომთ ვეტყვი: მოვედით ჩემდა კეთილმორწმუნენო, რამეთუ მშიერი ვიყავი, პატიმარი ვიყავი, ავადმყოფი ვიყავი, დევნული ვიყავი და თქვენ მოხვედით ჩემდა ნუგეშინიმეცით, გვერდში დამიდექით, დამეხმარეთ და დაიმკვიდრეთ ადგილი მამაჩემის მიერ თქვენდა გამზადებული, ხოლო მარცხნივ მდგომთ ვეტყვი: წარვედით ჩემგან ბოროტნო მონანო, რამეთუ მშიერ ვიყავი, საპატიმროში ვიტანჯებოდი, ავად ვიყავი დევნულ ვიყავ, თქვენ კი არ მოხვედით, ნუგეში არ მომეცით, დამცინოდით, განმიკითხავდით და ასე შემდეგ ამიტომ გეტყვით თქვენ წარვედით ჩემგან ბოროტნო და წყეულნო მონანო გარესკნელსა.

ამიტომ ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ღმერთი განსაკუთრებით იცავს და უსმენს იმ ადამიანს ვინც განსაცდელშია, ვინც დევნილია სამშობლოსგან ,ვინც ავადაა და სხვა. ღმერთი ბრძანებს: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და მტვრთმძიმენი რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ სულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა.

ხოლო მდიდართა, მეფეთა ამპარტავანთა, შეუწყნარებელთა, დიდებისმოყვარეთა, ამა სოფლისათა ეუბნება ღმერთი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე რომ მე არ მოვსულვარ რათა თქვენ გაგამართლოთ არამედ თქვენ თვითონ გაიმართლეთ თავი თქვენი, მე თქვენ არ გჭირდებით და ის სიმდიდრე ფული თუ სხვა იმიტომ მოგეცით, რომ დაეხმაროთ სამშობლოს, გლახაკებს, ღარიბებს ავადმყოფებს, თქვენ კი მთელი იმედი და სასოება თქვენს სიმდიდრესა, კომფორტზე და კარიერაზე გაქვთ დაყრდნობილი.

ვაი თქვენდა ფარისეველნო,სადუკეველნო და მწიგნობარნო,რამეთუ სასუფეველის კარებში დგახართ არც თქვენ შედიხართ და არც სხვას არ აძლევთ უფლებას (ანუ აბრკოლებთ),რომ დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას ჩემ საკუთარ თავსაც, გვეშინოდეთ ღმერთის უფალი იესო ქრისტეს ამ სიტყვების გვეშინოდეს, რომ ჩვენ არ შეგვეხოს ღმრთის მრისხანება, გვეშინოდეს დევნული, ღარიბი, ციხეში მყოფი, ავადმყოფი, განსაცდელსა შინა მყოფი ადამიანების, რამეთუ ისინი იესო ქრისტეს მსგავსნი არიან და ძალიან ახლოს არიან ღმერთთან.

მოკრძალებით კიდევ ერთხელ გთხოვთ საქართველოს ხელისუფლებავ, გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით ყველა, მთელი საქართველო. სიყვარულით, იოსები მიტროპოლიტი შემოქმედელი,

თეგები: მეუფე იოსები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved