• რეკლამა
  • კონტაქტი
23:10, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოკლედ, „დიდ პოლიტიკოსს“, გვარამიას მოუწევს ჩამოყალიბდეს…“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
22:17 03-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,302

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

„სტრასბურგის მოსამართლეებსაც ვეტინგი სჭირდებათ?
როგორც უკვე ვიცით, ვეტინგი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის შემოწმებაა.
დიდი ამბებია ატეხილი საქართველოს მოსამართლეების მიმართ ამ შემოწმების აუცილებლობის მოთხოვნით.
განსაკუთრებით აქტიურობენ რადიკალური ოპოზიცია და მათი ჯიბის ენჯეოები. ამის მთავარი მიზანია, ამ გზით საკუთარი გავლენა დაამყარონ სასამართლო სისტემაზე.
არავინ დავობს იმაზე, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა არ არის იდეალური და რაღაც ნაწილში გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ ჩვენი მწარე გამოცდილებით ისიც კარგად ვიცით, რომ როდესაც ნაცების ეგიდით ტარდება ასეთი „შემოწმება“,მას მოსდევს მასობრივი წმენდა. სისტემის განწმენდის საბაბით შედეგად ვიღებთ პოლიტიკურად დაქვემდებარებულ ისეთ მახინჯ რეალობას, როდესაც მოსამართლეს მხოლოდ ფორმალურად რჩება სახელი, თორემ რეალურად ის მხოლოდ პროკურატურის ერთ-ერთ რიგით დაქვემდებარებულ დანაყოფად გადაიქვევა.
ასე მოხდა 2004-2005 წლებში, როდესაც ნაცებმა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მოტივით „შეამოწმეს“, ანუ „დაავეტინგეს“ (ალბათ ეს ახალი ტერმინი უნდა გამოვიყენოთ) მოსამართლეები, დაადგინეს მათი შეუსაბამობა ხელისუფლების მიერ დაწესებულ კრიტერიუმებთან და სულ კინწისკვრით გაყარეს სასამართლო სისტემიდან.
ახალი ხელისუფლების, მორჩილების ნიშნით დანიშნული მოსამართლეები, ამის შემდეგ წელიწადში მხოლოდ ათამდე ბრალდებულის გამართლებას ბედავდნენ, ესეც იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა სტატისტიკის საჭიროებისთვის ამის ნებას დართავდა.
ოპოზიციის დაწუნებულ დღევანდელ მოსამართლეებს კი წელიწადში 700-900 გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს.
ახლახანს ჩვენი დღევანდელი სასამართლოს პრესტიჟი კიდევ ერთხელ დაიცვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა (სტრასბურგის) სასამართლომ, როდესაც ნიკა გვარამიას საჩივარი განსახილველადაც არ მიიღო და უკან გამოუბრუნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გასაჩივრებულ საქმეში არავითარი არსებითი ხასიათის დარღევა არ ყოფილა.
ნიკა გვარამიამ იმავე დღეს გააკეთა განცხადება. სტრასბურგის მოსამართლეებიც ქართველი მოსამართლეების მსგავსად პოლიტიზირებულებად შერაცხა, ვინაიდან რუსთავი 2-ის საქმეშიც თურმე სტრასბურგს არასწორედ უმსჯელია.
მართალია, გვარამიამ, მეორე დღესვე უარყო სტრასბურგის მოსამართლეებზე მისი მხრიდან სიტყვიერი შეტევის ფაქტი, მაგრამ ჩვენ ველოდებით, მისგან ან მისი ამფსონებისგან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების „დავეტინგების“ მოითხოვნას, ვინაიდან ისინიც ვერ (თუ არ) ხედავენ ამ ბუმბერაზი პოლიტიკოსის მიმართ „ოლიგარქის რეჟიმის“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და უდიერ მოპყრობას.
მოკლედ, „დიდ პოლიტიკოსს“, გვარამიას მოუწევს ჩამოყალიბდეს: სტრასბურგის მოსამართლეებიც არაკომპეტენტურები და კორუმპირებულებ არიან, თუ ქართული სასამართლოს მოსამართლეები აღმოჩდნენ, კომპეტენტურები, არაკორუმპირებულები და არაანგაჟირებულები.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved