ფოტო – ტვ პირველი
ტვ პირველი ინფორმაციით, ფოლადაანთკარში ნასვამმა პირებმა ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს დააჯახეს და სოფელი შუქის გარეშე დატოვეს. მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ პრეტენზია გამოთქვა, დაიწყეს მათი სასტიკი ცემა. ურტყამდნენ ქალებს და მოხუცებს. ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა თავდამსხმელებმა სოფელი მათ მისვლამდე დატოვეს.
ადგილობრივები თავდამსხმელების დასჯას ითხოვენ. მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული სახის არეში 70 წლის მამაკაცს.
მედიის ცნობით, მოსახლეობა ამბობს, რომ თავდამსხმელები სამართალდამცველები იყვნენ. საუბარია სპეცდანიშნულების რაზმის წევრებსა და რუსთავის პოლიციის წარმომადგენლებზე. სწორედ ისინი გაუსწორდნენ ფიზკურად სოფლის მოსახლეობას.
უკვე დღეს ნაცემი მოქალაქეები თავდასხმელებმა ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და მათ ბოდიში მოუხადეს. ურჩიეს, რომ მომხდარზე აღარ ესაუბრათ.
ცემის ფაქტს შსს-ს ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება ხულიგნობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.
კომენტარები