• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოგმართავთ მთავრობას უკან გაიწვიოთ კანონი” – ფსიქოლოგების განცხადება

ალია ავტორი - ალია
15:25 05-12-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
346

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და პროფესიული სერვისის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები რუსულ კანონსა და საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ისინი საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიონ რუსული კანონი.

ამ დროისთვის, განცხადებას ხელს 437 ადამიანი აწერს. სია განახლებადია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, კვლევით ცენტრებსა და პროფესიული სერვისის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები მოგმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას უკან გაიწვიოთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელიც ახდენს ადამიანების და ორგანიზაციების სეგრეგირებას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლობის“ ნიშნით.

ფრაზეოლოგია – ‘უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი’ – გულისხმობს კონტექსტს, სემანტიკურ ველს, რომ ეს/ის [ვინმე, ორგანიზაცია თუ ამ ორგანიზაციაში დასაქმებული ინდივიდი] არის უცხო, საზიანო, საეჭვო, არასანდო, მიუღებელი და ა.შ., და ამ განსაზღვრებით ქმნის წინაპირობას საზოგადოების ფრაგმენტაციის, უნდობლობის ზრდისა და კონკრეტული ჯგუფების სტიგმატიზაციისა და რეპრესიისათვის.

ჩვენ, ფსიქოლოგები, მივყვებით რა ჩვენი პროფესიის ეთიკურ სტანდარტებს, პატივს ვცემთ ყველა ადამიანს და ვაღიარებთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ჩვენი პროფესიული საქმიანობის – სწავლების, კვლევისა და სერვისის – განხორციელების ძირითად პრინციპად. ამ დეკლარაციის მუხლი 22 მიუთითებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი ღირსება და პიროვნული თავისუფალი განვითარება მოახდინოს საერთაშორისო თანამშრომლობითაც.

საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფს ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების დაცვას. მათ შორის სოციალურ სოლიდარობას, ადამიანის ღირსებას, სამართლის წინაშე ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას რაიმე ნიშნის ან სხვა შეხედულებების მიხედვით, პიროვნების თავისუფალ განვითარებას, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებების გავრცელებას ასევე იურიდიულ პირებზე.

აქ ჩამოთვლილია თქვენ მიერ შემოთავაზებული კანონის ის მუხლები, რომელიც იწვევს გაუგებრობას, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის ზემოთ მითითებულ მუხლებთან და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციასა და გარკვეული ჯგუფების სტიგმატიზაციას. ესენია:

მუხლი 2. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ ერთადერთ კრიტერიუმად მიიჩნევს წლიური შემოსავლის 20% მეტს უცხოეთიდან. ფულადი შემოსავალის რაოდენობა ვერ პასუხობს ისეთ შინაარსობრივ კითხვებს, როგორიცაა რა არის „ძალა“ და „ინტერესი“ და ამ ლოგიკით საქველმოქმედო და ფილანტროპიულ საქმიანობას გარედან იძულებად მიიჩნევთ და ცვლით ტერმინების შინაარსს.
მუხლი 3. „უცხოური ძალა“ არის ნებისმიერი სტრუქტურა და/ან კერძო პირი, რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში ან არის უცხოეთის მოქალაქე. ამ ლოგიკით თქვენ მიერ სამიზნედ არჩეული ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის განვითარების სააგენტოს, გერმანიის ტექნიკური დახმარების თუ სხვა საერთაშორისო ფონდებიდან, ემსახურებიან უცხოური ძალის ინტერესებს, რაც არაადეკვატური ტერმინია ისეთი საქმიანობისათვის, როგორიცაა კვლევა, თავისუფალი მედია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეინსტიტუციონალიზაცია და მათთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების შექმნა, სოციალური დახმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით უფასო უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა, განათლება და ა.შ.
მუხლი 8. მონიტორინგი. 2. მონიტორინგის დაწყების საფუძველი.
ბ.საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.

აღნიშნული პუნქტი, სულ მცირე, გაუგებარია საჯაროობისა და გამჭვირვალეობის კონტექსტში, რადგან არ არის მითითებული, რა შემთხვევაში იწყება მონიტორინგი წერილობითი განცხადების საფუძველზე. გაურკვეველია, მონიტორინგი იწყება მაშინ, როდესაც წერილი ხელმოწერილია თუ არა; ეს წერილი ხდება საჯარო და წარედგინება იმ ორგანიზაციას, სადაც იწყება მოკვლევა თუ არა. ეს ჩანაწერი პირდაპირ ახალისებს ცილისწამებასა და გარკვეული ჯგუფების მიმართ მტრული დამოკიდებულების უკონტროლო გამოხატვას.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს და გამჭვირვალობას, არ უნდა არღვევდეს ადამიანისა და ორგანიზაციების ძირითად უფლებებს, განვითარებისა და საქმიანობის თავისუფლებას, არ უნდა იყოს სეგრეგაციისა და სტიგმატიზაციის საფუძველი, არ უნდა ქმნიდეს უკონტროლო სივრცეს ადამიანებისთვის უარყოფითი და ცრუ იარლიყების მიწებებისათვის”,- ნათქვამია ფსიქოლოგების განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved