• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოგიყვებით დღევანდელი დღის ორი სირცხვილის შესახებ… ღმერთო ჩემო, რა სიგიჟეა! რა სიშლეგეა!“ – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
22:14 09-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,282
„კავკასიური სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
„ხანდახან გავიფიქრებ ხოლმე: რაღა უნდა მოხდეს კიდევ?!
მაგრამ ყოველი დღე ახალი, საზარელი ამბებით არის სავსე.
მოგიყვებით დღევანდელი დღის ორი სირცხვილის, ორი ანტისახელმწიფოებრივი აქტის შესახებ.
1.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არცერთ ევროპელს და ამერიკელს, არცერთ დემოკრატს არ ხვდება და არ ელაპარაკება, საჯაროდ დადებული პირობის მოუხედავად დიპლომატებთან მცირეხნიან აუდიენციასაც კი გაურბის, დღეს ფეხქვეშ გაეგო დუბაი – აბუ-დაბის შეიხ-პრეზიდენტს.
კერძო პირს, საპატიო პარტიული თანამდებობის პირს თან ახლდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. კონსტიტუციურად ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის უკან მოჩანჩალებდა და მისი ასისტენტის, მისი წინადადებების დამსრულებლის ფუნქციას ასრულებდა. ეკონომიკის მინისტრი ივანიშვილის თარჯიმნად მსახურობდა, საგარეო საქმეთა მინისტრი დროებით ოლიგარქის შვეიცარი იყო… მაგიდას რომ მიუსხდნენ, იქაც კი არ იყო დაცული ელემენტარული წესები. პრემიერი და მინისტრები ღიად და მოურიდებლად ისე ისხდნენ, როგორც ივანიშვილს დაქვემდებარებული პირები.
ძალიან დამამცირებელია, შეურაცხმყოფელია, სახელმწიფოს უპატივცემულობისა და გათელვის ნიშანია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტის მიმდინარეობის სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლები გარეგნულადაც კი ერთი ოლიგარქის მარიონეტებად, გოშიებად, ქვეშევრდომებად პოზიციონირებენ, ივანიშვილის ჩრდილში დამჭკნარ ბოსტნეულად წარმოჩნდებიან, მას უკან კუდამოძუებულნი მისდევენ.
ფოკუსი მაინც გაასწორეთ, აღარც გვატყუებენ, რომ სახელმწიფო სახელმწიფოა.
2.
კალაძის მიერ საზმაუს მარშის მონაწილეთა დეჰუმანიზაციის შემდეგ ხელფეხი გაეხსნათ სპეც.სამხახურებთან დაკავშირებულ, გზას აცდენილ, გარდატეხის ასაკით გატანჯულ ბიჭ-ბუჭებს, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალურ სუბკულტურებში, ბანდებში ირიცხებიან.
კალაძის უპასუხისმგებლო განცხადებების შემდეგ ერთ-ერთმა ასეთმა ბიჭმა ხელში პნევმატური იარაღი აიღო და თავს დაესხა საზმაუშ მარშის მონაწილეებს. ბ-ნმა ლევან ჯობავამ არასრულწლოვანი შებოჭა, იარაღი ჩამოართვა და პოლიციელებს გადასცა.
გამოხდა ხანი, არასრულწლოვანი გაათავისუფლეს, არაფერი მისთვის არ მოითხოვიათ, პნევმატური იარაღი ჰქონდა, ცეცხლსასროლი ხომ არაო?! სამაგიეროდ, საქმე აღძრეს ბ-ნი ჯობავას წინააღმდეგ, მას ძალადობაში ედება ბრალი!
ღმერთო ჩემო, რა სიგიჟეა! რა სიშლეგეა! ანუ პნევმატური იარაღით თუ დამესხა თავს ვინმე, არაფერი არ უნდა გავაკეთო. თუ თავდამსხმელი განვაიარაღე, თოფიან ბიჭს ლოყაზე მოუცაცუნებენ, თავზე ხელს გადაუსვამენ, მე კიდევ დამიჭერენ, რატომ შუბლი არ შეუშვირე ტყვიასო!
ეს რა არის?!!!!
***
ჩალითაც აღარ არის დაფარული ის მონგრეული ხუხულა, რომელსაც “პროპაგანდონები” სუვერენულ სახელმწიფოს უწოდებენ.“
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved