• რეკლამა
  • კონტაქტი
03:45, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:22 01-23-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
269

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„უკანასკნელ წლებში, საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასამართლო ხელისუფლების მიტაცების გამუდმებული მცდელობა იყო, რასთან დაკავშირებითაც ქართული საზოგადოება ფართოდ უნდა იყოს ინფორმირებული.

„მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ შეგვაღვიძა და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა. ახლა გამოჩნდება რისი ტრ… გვაქვს“ – ეს ფეისბუკპოსტი ეკუთვნის არა ნაცმოძრაობის რომელიმე ღია აქტივისტს, არამედ USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტის – „პროლოგის“ ხელმძღვანელის მოადგილეს, ინგა თოდრიას.

„პროლოგი“ საქართველოში უკვე მრავალი წელია საქმიანობს. სწორედ საელჩოს ძალისხმევით ჩააბარეს 1998-2001 წლებში ე.წ. სასამართლო რეფორმა მიხეილ სააკაშვილს. ასევე მათი მხარდაჭერით განხორციელდა ნაცმოძრაობის მიერ სასამართლო სისტემის წმენდა 2004-05 წლებში, რომლის შედეგად კონსტიტუციის დარღვევით თანამდებობიდან ათეულობით მოსამართლე განთავისუფლდა და სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემმა მართლმსაჯულებაზე სრული პოლიტიკური კონტროლი დაამყარა. აღნიშნული წმენდის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესის მიმართ არავითარი შენიშვნა არ გამოუთქვამთ. 2004-12 წლებში სასამართლო ისე იქცა ნაცმოძრაობის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ რგოლად, რომ საელჩო ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, პირიქით, სისტემის მთავარ მფარველად გვევლინებოდა.

სასამართლო სისტემაზე თავდასხმა „პროლოგმა“ მხოლოდ 2015 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც სისტემა ნაცმოძრაობის გავლენებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა. ფაქტია, რომ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი – პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს. დღეს „პროლოგი“ ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელთა ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე ნაცმოძრაობის გავლენის დაბრუნებაა. შემოთავაზებულ ცვლილებებს შორის მთავარი ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის წესია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას ანიჭებს.

მათ უნდათ საქართველოში მიიღონ შედეგი, რომელიც ალბანეთსა და უკრაინაში უკვე მიიღეს. ორივე შემთხვევაში, შეიქმნა სასამართლო სისტემის წმენდისა და ხელახალი ფორმირების მექანიზმი, რომელშიც გადამწყვეტი სიტყვა უცხოელებს ეთქმით. ანუ სახელმწიფო თმობს სუვერენიტეტს და სასამართლოს მართვის ბერკეტებს, ფორმალურადაც კი, უცხოურ ძალას გადასცემს. შესაბამისი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, ვენეციის კომისიას არც ალბანურ და არც უკრაინულ მოდელზე შენიშვნები არ გამოუთქვამს.

სამაგიეროდ, საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომია რამდენიმე სენატორის მიერ თავის დროზე ამერიკის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ისინი დეტალურად აღწერენ, თუ როგორ ჩაუგდეს ხელში USAID-მა, სოროსის ფონდმა და „ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტმა“ სასამართლო სისტემა ალბანეთის სოციალისტურ მთავრობას, რომელიც მთლიანად ამერიკელების მიერ კონტროლდებოდა. საინტერესოა, რომ „პროლოგის“ პროექტსაც საქართველოში USAID-ი კურირებს და „ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტი“ ახორციელებს.

არსებითად სწორედ „პროლოგის“ მეშვეობით ცდილობს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას, რისი ერთ-ერთი მექანიზმიც ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული მოსამართლეების ამერიკული ვოიაჟებითა და მსგავსი ტიპის ღონისძიებებით პერმანენტული წახალისებაა. ამგვარ მოსამართლეებს შორის არიან, მაგალითად, ნინო ბაქაქური და მამუკა წიკლაური, რომელთაგან ერთი უხეში უდისციპლინობით, ხოლო მეორე სკანდალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.
„პროლოგი“ აგრძელებს კონსტიტუციური ორგანოს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „არაღიარების პოლიტიკას“, რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემის მიმართ უპატივცემულობის უხეში გამოვლინებაა. ასევე „პროლოგის“ დაფინანსებით წარმოებს სასამართლოს მადისკრედიტირებელი პიარკამპანიები და ხორციელდება სასამართლო სისტემის ე.წ. კლანად ბრენდირება საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით.

„პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და ნაცმოძრაობის პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს.

საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით შედარებით დეტალურ ინფორმაციას ამ თემის შესახებ, რათა ვერავინ მიიტაცოს საქართველოს სასამართლო სისტემა და ვერავინ დააბრუნოს ის მანკიერება, რომელმაც 2004-12 წლებში ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა.

ღრმად გვწამს, რომ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვაც მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved