• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოძალადეები თვითონ ისინი არიან, ვინც ამას საქართველოს თავს ახვევს, სოდომიის ცოდვას“ – მეუფე სტეფანე

ალია ავტორი - ალია
12:34 07-10-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
269

ჩვენს ქვეყანაში 90%-ს მოძალადეს რომ ეძახის, თვითონ ისინი ვინ არიან? – თვითონ მშვიდობის მტრედები არიან? – ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას “თბილისი პრაიდის” ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ეს სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები, ძალით თავს ახვევენ საქართველოს იმას, რაც საქართველოს არ უნდა. როცა ლაპარაკობს ვინმე მოძალადეზე, მოძალადეები თვითონ ისინი არიან, ვინც ამას საქართველოს თავს ახვევს – სოდომიის ცოდვას. ამ სოდომიის ცოდვის მიღება უნდა მოხდეს საქართველოს მიერ, ამაში უნდათ ჩართონ სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ჩვენი არჩეული ხელისუფლება და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები, რადგან უნდათ, რომ მათი მეშვეობით განახორციელონ. ჩვენ ერთი გვყავს მასეთი, ის თავს მთავარსარდლად მიიჩნევს, ის ყოველდღე ამას გვახვევს თავს, თავისი მოქმედებით, განცხადებებით საერთოდ დაკარგა ლეგიტიმაცია იმდენად უაზრობაშია შესული საქართველოს მოსახლეობასთან, იმდენად არის დაპირისპირებული. ვინმე ხართ მომხრე, რომ ეს სოდომური, გეი პარადები ჩატარდეს საქართველოში? საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ყველაფერში, რასაც საქართველოს ეკლესია აკეთებს, მიაჩნიათ, რომ საქართველოს ინტერესებს გამოხატავს ჩვენი ეკლესია, ჩვენს ქვეყანაში 90%-ს მოძალადეს რომ ეძახის, თვითონ ისინი ვინ არიან? – თვითონ მშვიდობის მტრედები არიან? ამ დროს მილიარდობით დაფინანსება ხდება აი, ამ მართლა მოძალადეებისა, რომლებიც ძალით გვახვევენ თავს საქართველოსთვის მიუღებელ ცხოვრების წესს. გამოდის, რომ სოდომური ცხოვრება ჩვენთვის სიკეთე უნდა იყოს და ბედნიერება, ჩვენ თურმე ამით უნდა ვიყოთ ნეტარებაში. სად ვართ საერთოდ და საით მივდივართ?! ჩვენ გვინდა ჩვენი მყოფადობა შევინარჩუნოთ და ამ დროს უზარმაზარი იმპერიები თავს გვესხმიან და გვაიძულებენ, ამ მიმართულებით მათ მივყვეთ.

ღმერთს ვთხოვოთ, უფალი შეგვეწიოს და დავდგეთ ბოლომდე როგორც თურქების, არაბების და რუსების წინააღმდეგ ვდგებოდით. ნურავინ ნუ გვაიძულებს, რომ ჩვენმა პოლიციამ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენოს ძალა იმისათვის, რომ ისინი პროტესტს აცხადებენ სოდომურ ღონისძიებებზე… – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved