,,ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შემდეგი, კარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები აღარ დადგებიან…”- ეს განცხადება თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, გადაცემა ,,მთავარ აქცენტებში” გააკეთა.
მელიას თქმით ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება უნდა მიეცეთ და კოალიციური მთავრობა, რომელიც მან წარადგინა ამის გაკეთებას შეძლებს.
,,ჩვენი გამარჯვებისთანავე, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შემდეგი, კარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები აღარ დადგებიან… მოდულის შენობებთან ბატონ გომელაურს ახალგაზრდებს ნამდვილად არ დავუყენებთ ამ ხელისუფლებას და არც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და არსად დარაჯებად. კორუფციის წყაროა ეს” – განაცხადა მელიამ.
კომენტარები