• რეკლამა
  • კონტაქტი
23:28, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოდით, დადექით ღამე ამ ყინვაში, მოვიდეს პოლიცია, გირტყათ და რას იტყვით, ძალიან მაინტერესებს” – ასლან ვაშაყმაძე

ალია ავტორი - ალია
00:09 12-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი და აქტივისტი, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში პოლიციის მისამართით მუქარის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა, მიმართვას ავრცელებს.

ასლან ვაშაყმაძე აცხადებს, რომ პოლიციელების მიმართ მოსახლეობის ძალადობისკენ მოწოდება აღელვების ნიადაგზე გამოუვიდა. ვაშაყმაძის თქმით, ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.

„დღეს აღელვების ნიადაგზე გამომივიდა მოწოდებასავით, მოსახლეობის მიმართ. ფაქტია, არ უარვყოფ, მოწოდება გამომივიდა, რომ დღეს პოლიცია გადავიდა მოსახლეობასთან ძალადობაზე და მოძალადე პოლიციას ხალხმა უნდა უპასუხოს ძალით მეთქი, ანუ ძალით უნდა გავცეთ პასუხითქო. მოვუწოდებდი მოსახლეობას, გადავიდეთ ძალადობაზე, პოლიციას დავამტვრიოთ ხელები, დავამტვრიოთ ფეხები. იყო ასეთი რაღაც ჩემი მხრიდან გაჟღერებული.

რა თქმა უნდა, ეს ყველა სიტყვა იყო აღელვების ნიადაგზე წარმოთქმული. ავღელდი. ამაღელვა იმან, რომ დღეს საქართველოს პოლიცია ხალხს აღარ ემსახურება, პოლიცია ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს. მე ყველანაირ ძალადობას ვემიჯნები და ყველანაირ ძალადობას ემიჯნება საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია.

მინდა, სააგენტოებს ვუთხრა – ის ვიდეო რომ აიტაცეთ და აფრიალეთ, დღეს მთელი საღამოა, ესეც აიტაცეთ და ესეც გააშუქეთ, რასაც ახლა ვამბობ. ვთქვი, აღელვების ნიადაგზე. მოდით აქციაზე, თქვენ დადექით ღამე ამ სიცივეში, ამ ყინვაში და მერე მოვიდეს პოლიცია, გირტყათ და მერე როგორ აზრზე იქნებით და რას იტყვით, ძალიან მაინტერესებს”,- განაცხადა ასლან ვაშაყმაძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა.

თეგები: 2020 არჩევნებიაჭარა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved