სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი და იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან აფრინდა, დანიშნულების ადგილი კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებამდე პროექტის მონაწილეებისათვის უცნობი იყო. 600-მდე მსურველიდან ავიაკომპანიამ 200 მგზავრი შეარჩია, რომლებიც სამი დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან. ისინი რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრებიან.
კომენტარები