• რეკლამა
  • კონტაქტი
00:48, კვირა, 5 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოდი 2 წამით ირაკლი ზარქუას ადგილას წარმოვიდგინოთ თავი, ტიპი რა დონის უიღბლო და დაბულინგებულია..“

ალია ავტორი - ალია
15:47 01-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,041
სოციალურ ქსელში მიშკა ქუმსიშვილის იუმორისტული პოსტი ვრცელდება:
„მოდი 2 წამით ირაკლი ზარქუას ადგილას წარმოვიდგინოთ თავი, ტიპი რა დონის უიღბლო და დაბულინგებულია
აბუ-დაბიში ქოლდფლეის კონცერტზე წასულს ჯერ ქუჩაში აგინეს, თავიდანვე გაუფუჭეს განწყობა. ეს ვიდეო რა თქმა უნდა ვირუსულად გავრცელდა
მერე მთელი ქვეყანა მაგის “ბასანოჩკებზე” ღადაობდა. და იმაზე, ძმაკაცმა რომ არ “დააპაძერჟკა”
მალევე, ვითომც არაფერი ხდებოდა, იხტიბარი არ გაიტეხა და იმ “ძმაკაცთან” ერთად საახალწლო მილოცვის ვიდეო ჩაწერა და თავისივე გვერდზე დადო, რომელსაც დაცინვა ბევრად მეტი ერგო, ვიდრე მოწონება
საღამოს ეტყობა ქოცებმა აქედან დაასხეს, ეს შეურაცხყოფა როგორ მოუთმინე, ყველა ჩვენზე ღადაობსო და ახალი სტრესი დაემატა საბრალოს
მეორე დილით, ღირსების აღსადგენად, საცემრად მიუვარდა 3 “ძმაკაცთან” ერთად იმ ბიჭს, რომელმაც აქეთ ცემა ყველა, კუდამოძუებული გაყარა და რაც წინა დღეს გინება დააკლო, ამჯერად დაუმატა
მთელმა ქვეყანამ ისევ მწარედ დაცინა
ამასობაში, თეფშის მსროლელი ბიჭის ვინაობა მოედო სოც. ქსელებს და ეჭვები გაჩნდა, რომ ოჯახის სიწმინდის დამცველი (ო.ს.დ.) ზარქუა შესაძლოა “იმნაირია”
იგრძნეს რა ო.ს.დ. პროპაგანდის თავზე ჩამომხობის საფრთხე, ოცნების იდეოლოგებმა ცენტრალური ოფისიდან, სასწრაფოდ დაიწყეს თავისივე პროპაგანდისტულ გვერდებზე ზარქუას ვიღაც გოგოსთან ერთად გადაღებული ფოტოების გაავრცელება, ნახეთ ცოლს ღალატობს, ჩვენი ბიჭი ჰეტეროსექსუალიაო  (უდიდესი ალბათობით ზარქუასთვის არც შეუთანხმებიათ ამას რომ აკეთებდნენ). შედეგად მივიღეთ, რომ ნახევარ საქართველოს ზარქუა გეი ჰგონია, მეორე ნახევარს კი მოღალატე. ყოველ შემთხვევაში ო.ს.დ. აღარავის. სახლში რომ დაბრუნდება (ოდესმე) ცოლთან როგორ დალაგდება, ეგ კიდევ ცალკე თავის ტკივილი გაიჩინა.
რომ ეგონა უარესი ვეღარაფერი მოხდებოდა, ტიპი უცბად დაიჭირეს და 1 თვე ციხეში გამოკეტეს არაბებთან ერთად, სასამართლოს შემდეგ რა მოხდება და კიდევ რამდენ ხანს დაიტოვებენ, კაცმა არ იცის. ჰიპოთეტურად, რო რამე შეიძლება საჯაროდ გაამათრახონ კიდეც  (აი მაგას რო წარმოვიდგენ რომ ერთ მშვენერ დღეს ვრთავ ტელევიზორს და ზარქუას თავის ავაზაკ თანამოაზრეებთან ერთად ლაივში ამათრახებენ, ცუდად ვხდები და ეს რომ ყვირის – ფრიიიდომ!)
ამ ყველაფერთან ერთად, მისი ამ ვაჟკაცობის წყალობით, ემირატები კობახიძეს ოფიციალურ ვიზიტსაც უუქმებს, არადა კობახიძე მაგით ბლატაობდა, აგერ არაბები ლეგიტიმურობას გვიღიარებენო
და ამასობაში ზარქუას დაბადებისდღეც თენდება!
ნამდვილად დაუვიწყარი თავგადასავალი მოიწყო საიუბილეოდ, ვერაფერს იტყვი.
Karma is a bitch… სხვა ქოცებმაც გაითვალისწინეთ ეგ. ზარქუასი თუ არ გჯერათ, სანიკიძეს მოკითხეთ. რომელი უარეს სიტუაციაშია ეგ კიდევ ცალკე საკითხავია. სუფთა Dumb and Dumber წყვილია“
თეგები: ირაკლი ზარქუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება
ახალი ამბები

3 კრიტერიუმი, რომელიც დღეში 100 ლარიანი სამსახურისთვის დაგჭირდება

20:34 10-03-2025
როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?
ახალი ამბები

როგორ უნდა დაგეგმო საოფისე ავეჯის გადაზიდვა და სად შეგიძლია შეარჩიო საჭირო კომპანია?

19:02 10-03-2025
„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები
ახალი ამბები

„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები

18:42 10-03-2025
როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები
ახალი ამბები

როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები

17:18 10-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved